29/10/2026
🍷მეღვინეობა ვილა ჩვენ - ალექსანდროული-ძელშავი
ჩემთვის ღვინო ადამიანების გაერთიანების ერთ-ერთი გზაა. სწორედ ეს იდეა დგას „ვილა ჩვენის“ სახელის უკანაც - ღვინისა და საქართველოს სიყვარულით გაერთიანება და ნათელი მომავლის სადღეგრძელო.
„ვილა ჩვენმა“ პირველი ღვინო 2022 წელს ჩამოასხა. ჩვენი მთავარი მიზანია ქართული ღვინის მემკვიდრეობის, განსაკუთრებით კი უნიკალური რაჭული ჯიშების დაცვა, მათი პოპულარიზაცია და დასავლური ბაზრებისთვის გაცნობა.
🍇 ალექსანდროული-ძელშავი
ეს მშრალი წითელი ღვინო ორი უნიკალური რაჭული ჯიშის, ალექსანდროულისა (75%) და ძელშავის (25%) კუპაჟია.
რაჭა განსაკუთრებული ადგილია მევენახეობისთვის. მთის ფერდობები, მზიანი და ცხელი დღეები, გრილი ღამეები და მინერალებით მდიდარი ნიადაგი ყურძენს გამორჩეულ ხასიათს აძლევს.
ალექსანდროული უფრო მსუბუქი და ელეგანტური ჯიშია, რომელსაც ხშირად პინო ნუარს ადარებენ. ძელშავი კი მუქი ფერით, გამოკვეთილი არომატებითა და თავისებური ტანინებით გამოირჩევა. ამ ორი ჯიშის შერწყმა ქმნის ღვინოს, რომელშიც რაჭის ხასიათი განსაკუთრებულად იგრძნობა.
ღვინის დაყენებისას ყურძენი თავდაპირველად კანთან ერთად დუღდება, შემდეგ კი კანთან განცალკევების შემდეგ დუღილის პროცესი გრძელდება. ღვინო დავარგდება ფრანგულ კასრებში ან უჟანგავი ფოლადის ცისტერნაში.
🍒 როგორია ეს ღვინო?
ჩემთვის ამ ღვინოში ალუბლისა და მოცვის ნოტები იგრძნობა. მომწონს მისი მსუბუქი მინერალური ხასიათი, ცოცხალი მჟავიანობა და ხანგრძლივი, რბილი დაბოლოება. ძელშავი ღვინოს ხავერდოვან ტექსტურასა და დახვეწილ სტრუქტურას მატებს.
მეგობარს ამ ღვინოს ასე აღვუწერდი: ნაზი და ელეგანტური წითელი ღვინო კენკრის არომატებითა და სუფთა, სასიამოვნო დაბოლოებით.
🍷 ვილა ჩვენის ალექსანდროული-ძელშავი უკვე 8000 მოსავალშია.
☎️ (032) 2 88 00 11
🌐🏍️ შეუკვეთეთ ონლაინ:
www.8000vintages.com
Wolt • Glovo • Bolt Food
📍ბათუმი:
ი. გოგებაშვილის 30
📍თბილისი:
ს. ცინცაძის 26
ი. აბაშიძის 60
რ. თაბუკაშვილის 27
წყნეთის გზატკეცილის 15