23/06/2026
ქციის (ხრამის) ხეობაში აღმოჩენილი ვაზი 🍇🍁
ზუსტად სამი წლის წინ, როდესაც მცირე ფართობზე საკოლექციო ვენახის გაშენება გადავწყვიტეთ, ბევრი ძველი ქართული ჯიში მოვიკვლიეთ და შევისწავლეთ მათი ბუნება, გამძლეობა, მოსავლიანობა, წარმომავლობა…
ბირთვისის კანიონის სამხრეთ ფერდობის ტერუარი, სადაც მზის სხივები თითქმის მთელი დღის მანძილზე ელამუნება ბალახს და კლიმატიც ზომიერად თბილია, ალეგეთის ხეობის გრილი ნიავის, თიხისა და კლდეების მინერალების გავლენით - იდეალური სავენახეაო - გვირჩიეს მცოდნეებმა.
ბევრი ვეძიეთ თუ ცოტა ქართლის გადაშენებულ ჯიშებს მივადექით…
აკი ვიძახით ეს მხარე ღვინის სამშობლოაო - ბოლო არ უჩანდა ჩამონათვალს,
ჰოდა შევავიწროვეთ ძებნის არეალი, მხოლოდ თეთრიწყაროს ტერიტორიაზე ალგეთისა და ქციის (ხრამის) ხეობის გადაშენებული ჯიშები:
#ასურეთულიშავი (აღდგენილი)
#ასურეთულითეთრი
#ენაგეთისთეთრი
#ენაგეთისწითელი
#პირღებულივარდისფერი
#პირღებულითეთრი
#პირღებულიშავი
#ქციისშავი
#ქციისთეთრი
ბევრი თუ ცოტა ძიების შემდეგ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდაჭერით, ამ უკანასკნელის - “ქციის თეთრის” გენეტიკურად დადასტურებული ორი ნიმუში აღმოვაჩინეთ, 30 ძირი დავაკალმეთ და 2025 წელს პირველი “ვენახი ჩავყარეთ”.
აგერ უკვე ერთი წელია, სანამ ახალ ნერგებს დავამატებთ, რუდუნებით ვუვლით და ვიცავთ გახარებულ ძირებს, გაზაფხულიდან კვირტებს და ფოთლებს ვუთვლით, პირველ პწკალს და ნიშანს ველოდებით.
იზრდება ნელა და თავდაჯერებული, არ ჩქარობს. 🍇
გრძნობს რა აღმოჩენილი საგანძურიცაა.
იცის რა ისტორიული მეხსიერების მატარებელია.
ქციის ხეობის, სამშვილდის ციხე-ქალაქის, პირღებულის, ფიტარეთის დავიწყებული შვილი აღსდგება ბირთვისში, გაიხარებს, მზის სხივების ფერებით შობს თავის 300 წლის უნახავ ნაშიერს.
დაიწურება, როგორც ბოლოს, 300 წლის წინ მეფის ქალაქში, თიხის ჭურჭელში დაღვინდება ჰოი საოცრებავ, და იმ სადღეგრძელოდ დაილევა, რომელსაც აღმაშენებელი შესვამდა დიდგორის ბრძოლისა და სამშვილდის გათავისუფლების შემდგომ. 💚