Mego Bar

Mego Bar Social bar, Free working space, Hostel, Live music, Snacks/ Alcoholic and non-alcoholic drinks. Social Enterprise.

Bar, Free working space,
Live music, Snacks/ Alcoholic and non-alcoholic drinks.

ღამის თორმეტ საათზე, როდესაც ბარიდან ბოლო სტუმარს ვაცილებთ და შუქს ვაქრობთ, ამ კედლებში ვტოვებთ უამრავი ადამიანის აქ გან...
07/10/2026

ღამის თორმეტ საათზე, როდესაც ბარიდან ბოლო სტუმარს ვაცილებთ და შუქს ვაქრობთ, ამ კედლებში ვტოვებთ უამრავი ადამიანის აქ განვითარებულ ისტორიას.

აქ ყოველ კუთხეს თავისი ამბავი აქვს.
2017 წლიდან დღემდე მეგობარის სივრცემ უამრავ ადამიანს გაუღო კარი და გაუხსნა ახალი შესაძლებლობები. ჩვენ ვხედავდით, როგორ ნერვიულობდნენ პირველ პრეზენტაციამდე, პირველ შეხვედრამდე, პირველ ჩვენებამდე და როგორ იქცნენ თავდაჯერებულ, იდეებით სავსე, საკუთარი და სხვისი უფლებისთვის მებრძოლ მოქალაქეებად 🎯

🎧 გვახსოვს, როგორ დგებოდნენ დეკებთან გაუბედავად. დღეს კი საქრთველოს ფარგლებს გარეთ კლუბებსა და ფესტივალებზე უკრავენ.
🎤 გვახსოვს პოეტები, მწერლები, რეჟისორები და მომღერლები, რომლებიც თავიანთ ნამუშევარს ჩვენს მეგობრებს უზიარებდნენ.

„მეგობარი“ არასდროს ყოფილა მხოლოდ კედლები, ყავის აპარატი და ბარის დახლი. მას ქმნით თქვენ: ვინც აქ პირველად შეხვდით ერთმანეთს და დამეგობრდით, ვინც იცინეთ, პირველად შეგიყვარდათ, საათობით კამათობდით ფილმებზე და წიგნებზე და ისიც, ვინც მძიმე დღის შემდეგ უბრალოდ შემოვიდა, რომ ცოტა ხანს გვესაუბრა ❤️

ყოველი ჭიქა სასმელი თუ სენდვიჩი, რომელსაც აქ ყიდულობთ, აფინანსებს სწორედ ამ ადამიანების მომავალს. მადლობა, რომ ამდენი წელია ჩვენთან ხართ და გვემეგობრებით.

#სოციალურისაწარმო

ევროპული კინო ტური Mego Bar ში 🎥 🇬🇪🇪🇺
20/09/2026

ევროპული კინო ტური Mego Bar ში 🎥 🇬🇪🇪🇺


20/09/2026
30 აგვისტოს ურთას მთაზე მითების ფესტივალი გაიმართა 💫 🎶 ⛰️
08/09/2026

30 აგვისტოს ურთას მთაზე მითების ფესტივალი გაიმართა 💫 🎶 ⛰️




☺️გსმენიათ წყარიშ დიდას შესახებ? 💦 გადმოცემის მიხედვით, მდინარეებში ცხოვრობს და წყლებს განაგებს. ხანდახან წყლის პირას ჩა...
28/08/2026

☺️გსმენიათ წყარიშ დიდას შესახებ? 💦 გადმოცემის მიხედვით, მდინარეებში ცხოვრობს და წყლებს განაგებს. ხანდახან წყლის პირას ჩამოჯდება ხოლმე, ოქროსფერი თმას ივარცხნის, რომელიც მთელ სხეულს უფარავს. ხან მღერის და გზააბნეულ მონადირეებს თავისკენ უხმობს. თუ მხედარს ტყეში შემოაღამდა, მდინარეზე გადასვლა არ უნდა სცადოს, წყარიშ დიდა აღვირს ხელს წაავლებს და ფსკერისკენ ჩაიყოლებს მხედარს ცხენიანად.

ტყაშმაფაზე თუ გსმენიათ? 👩 ასევე ოქროსფერთმიან ქალზე, რომლის სხეულიც სიბნელეში ანათებს. ის არც ადამიანია და არც ქალღმერთი. ტყეს განაგებს - ცხოველებს, ფრინველებს, მცენარეებს. ტყაშმაფას არ უნდა გამოელაპარაკო, თორემ ჭკუიდან შეგშლის, ყველაფერს დაგავიწყებს. თუ მოეწონე, თავისთან წაგიყვანს, სამაგიეროდ, ნადირობის იღბალს გაძლევს. "ტყაშმაფას დალოცვილიაო" იტყვიან კარგ მონადირეზე.

გსმენიათ ამბები ოჩოკოჩზე? როგორ დასდევს ტყაშმაფას, როგორ ესხმის თავს ღამით ტყეში დაბანაკებულ მონადირეებს და როგორ დადის ტყეში ბურდღუნით.

ცელქ ჭინკებზე თუ გსმენიათ? ღამით ფაფარს რომ უწნავენ ცხენებს და ვერცერთი სულიერი რომ შეძლებს მის გახსნას.

ტაბაკონის მთის ამბები მოსულა თქვენამდე? როგორ იკრიბებიან ავი სულები და წინა წელს გაკეთებული ბოროტი სააქმეების ანგარიშს აბარებენ როკაპს.

უამრავი ასეთი ამბავია წერილობით და ზეპირსიტყვიერად შემონახული და ჩვენამდე მოსული. მითები უბრალოდ გასართობი ამბები არაა, ეს კავშირია ჩვენს წინაპრებთან. მითებით ვიგებთ როგორ უყურებდნენ სამყაროს, რისი სწამდათ, სჯეროდათ, რისი ეშინოდათ და როგორ სძლევდნენ ამ შიშებს ჩვენი წინა თაობები.

სწორედ ამიტომ, 30 აგვისტოს, 11:00 საათიდან გელით ურთას მთაზე, სადაც ბევრ სხვა საინტერესო ამბავთან ერთად გავიგებთ ამბებს მეგრული და დანიური მითოლოგიიდან ✨ 🇬🇪 🇩🇰
#მითები

27/08/2026

როგორ მოვხვდეთ მითების ფესტივალზე? ⛰️🎼
ნახეთ ვიდეო 👉
#მითები

თუ ხართ დაინტერესებული მეგრული მითოლოგიითა და ლიტერატურით, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.  30 ივლისს, ურთას მთაზე,  ...
27/08/2026

თუ ხართ დაინტერესებული მეგრული მითოლოგიითა და ლიტერატურით, მაშინ ეს შესაძლებლობა თქვენთვისაა.

30 ივლისს, ურთას მთაზე, ფესტივალ “მითებზე” გელოდებით.

ფესტივალის ფარგლებში შესაძლებლობა გექნებათ დაესწროთ საინტერესო და შემეცნებით შეხვედრას თემაზე: “მეგრული მითოსი და თანამედროვე ლიტერატურა” რომელსაც მწერალი ზვიად კვარაცხელია გაუძღვება.

თუ გსურთ, აღმოაჩინოთ სიახლეები, მეგრული მითების შესახებ გაიღრმავოთ ცოდნა, შეიგრძნოთ ფესტივალის განსაკუთრებული ატმოსფერო და საიტერესო ამბების მოსმენით დაუკავშირდეთ ადგილობრივ კულტურას, შემოგვიერთდით, ეს ღონისძიება თქვენთვისაა.

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
https://www.facebook.com/share/1FC5NZConG/

📅 30 აგვისტო
🕘 16:30 საათზე
📍 ურთას მთა, სოფელი ურთა

ფესტივალს ახორციელებს დანიის კულტურის ინსტიტუტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023–2027) პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.


Interested in Megrelian Mythology and Literature? Then This Event Is for You.

Join us on 30 August at Urta Mountain for the Myths Festival.

As part of the festival, you will have the opportunity to attend an engaging and thought-provoking talk titled "Megrelian Mythology and Contemporary Literature," led by writer Zviad Kvaratskhelia.

If you would like to discover new perspectives, deepen your knowledge of Megrelian myths, experience the festival’s unique atmosphere, and connect with local culture through inspiring stories and discussions, join us—this event is for you.

To view the full festival programme, visit:
https://www.facebook.com/share/1FC5NZConG/


📅 30 August
🕘 4:30 PM
📍 Urta Mountain, Urta Village

The Creative Compass Georgia Festival is implemented by the Danish Cultural Institute within the framework of Creative Compass Georgia, a four-year EU-funded project (2023–2027) that is implemented and co-funded by Goethe-Institut Georgien.





📣მზად ხარ ყველაზე მისტიკური დღისთვის?30 აგვისტოს ურთას მთაზე ⛰️ ერთმანეთს უძველესი მეგრული თქმულებები და თანამედროვე  მუ...
26/08/2026

📣მზად ხარ ყველაზე მისტიკური დღისთვის?

30 აგვისტოს ურთას მთაზე ⛰️ ერთმანეთს უძველესი მეგრული თქმულებები და თანამედროვე მუსიკის რიტმი შეერწყმება.
მითების ფესტივალზე გაიცნობ მეგრული მითოლოგიის პერსონაჟებს, გაიგებ რისი სჯეროდათ და სწამდათ ჩვენს წინაპრებს, რა საერთო აქვს დანიურ და მეგრულ მითოლოგიას, მოუსმენ უამრავ საინტერესო ადამიანს - მწერლებს, გამომცემლებს, მეგრული ენის დამცველებსა და მეგრული პოდკასტის წამყვანს. სკაუტებისგან ბუნებაში თვითგადარჩენის ხერხებს ისწავლი, თავად შექმნი და დააგემოვნებ მეგრული გასტრონომიის საუკეთესო კერძებს, საღამოს კი მუსიკით დატკბები -
განწყობის შექმნას 18:00 საათიდან ზუგდიდელი ელენე ფიფია დაიწყებს, შემდეგ სცენას SKAZZ დაიკავებს, ბოლოს კი #ბჟამინოლი-ს რეზიდენტი და დანიელი 🇩🇰 დიჯეები იზრუნებენ რომ ეს მუსიკალური განწყობა დილამდე გაგყვეს.

მთავარ ამბამდე მისასვლელად დაახლოებით ორკილომეტრიანი ბილიკის გავლა გიწევს შუაგულ ტყეში 🥾 გზა სავსეა თავგადასავლებით - ყურადღება მიაქციე ნიშნებს, დეკორაციებს - აქ თითოეულ დეტალს თავისი მნიშვნელობა აქვს 🫢

დამატებითი დეტალებისთვის თვალი ადევნე ჩვენს გვერდს. დღეიდან ჩვენ ვიწყებთ თხრობას მითების ფესტივალის შესახებ ✨

🫟არ გამოტოვოთ დანიელი DJ-ის,  სლერკე რიისის პერფორმანსი სამეგრელოში, სტუდია მოზაიკასა და ურთას მთაზე !ლერკე დანიის ქალაქ...
25/08/2026

🫟არ გამოტოვოთ დანიელი DJ-ის, სლერკე რიისის პერფორმანსი სამეგრელოში, სტუდია მოზაიკასა და ურთას მთაზე !

ლერკე დანიის ქალაქ ორჰუსიდანაა და ის 2021 წლიდან ადგილობრივი „ანდერგრაუნდ“ ელექტრონული მუსიკის სცენის აქტიური წევრია. 2025 წელს მან დანიელ მოლტკე დესინგ იეპსენთან ერთად დააფუძნა პლატფორმა „Kimen“, რომელიც სხვადასხვა წარმომავლობის და აუდიტორიას საერთო შემოქმედებით სივრცეში აერთიანებს. ლერკე არასამთავრობო ორგანიზაცია „Youth For Samegrelo“-სთანაც აქტიურად თანამშრომლობს.

ლერკეს მუსიკალური პერფორმანსი შთაგონებულია მეგრული ტყის ზეპირსიტყვიერი თქმულებებითა და მითებით. ელექტრონული მუსიკის მეშვეობით ის აცოცხლებს მითიურ სახეებსა და მსმენელს მითოლოგიურ სამყაროში ამოგზაურებს. რომელიც მეგრული ზეპირსიტყვიერი ტრადიციის სამყაროს თანამედროვე ელექტრონულ ჟღერადობასთან აკავშირებს.

თუ გსურთ, ერთი საღამოს განმავლობაში აღმოაჩინოთ ახალი ხელოვანები, შეიგრძნოთ ფესტივალის განსაკუთრებული გარემო და ელექტრონული მუსიკის საშუალებით დაუკავშირდეთ ადგილობრივ კულტურას, შემოგვიერთდით, ეს ღონისძიება თქვენთვისაა.

ფესტივალის სრული პროგრამის სანახავად ეწვიეთ ბმულს:
დღე 1: https://www.facebook.com/share/1D2nnQSUEd/
დღე 2: https://www.facebook.com/share/14mBCEjpFWs/

📅 29 აგვისტო
🕘 19:00
📍 ზუგდიდი, სტუდია მოზაიკა, ლეოპოლდ ძაძამიძის #1

📅 30 აგვისტო
🕘 21:00
📍 ურთას მთა, სოფელი ურთა

ფესტივალს ახორციელებს დანიის კულტურის ინსტიტუტი „შემოქმედებითი კომპასი საქართველოს“ფარგლებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ოთხწლიანი (2023–2027) პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის თანადაფინანსებით ხორციელდება.



Don’t miss the performance of Danish DJ Lærke Riis in Samegrelo at Studio Mozaika and on Urta Mountain!

Originally from Aarhus, Denmark, Lærke has been an active member of the local underground electronic music scene since 2021. In 2025, she co-founded the platform Kimen together with Daniel, creating a space that brings together artists and audiences from different backgrounds through shared creative experiences. Her artistic work has been developed under the mentorship of the NGO Youth For Samegrelo.

Lærke’s musical performance is inspired by Mingrelian forest legends and myths. Through electronic music, she brings their imagery and atmosphere to life, creating a sonic journey that connects the world of Mingrelian oral traditions with contemporary electronic sound.

If you would like to discover new artists, experience the unique atmosphere of the festival, and connect with local culture through electronic music join us. This event is for you.

For the full festival programme, visit the link:
Day 1: https://www.facebook.com/share/1D2nnQSUEd/
Day 2: https://www.facebook.com/share/14mBCEjpFWs/

📅 29 August
🕘 19:00
📍 Zugdidi, Studio Mozayka, #1 Leopol(d) Dzadzamidze Street

📅 30 August
🕘 21:00
📍 Urta Mountain, village of Urta

The Creative Compass Georgia Festival is implemented by the Danish Cultural Institute within the framework of Creative Compass Georgia, a four-year EU-funded project (2023–2027) that is implemented and co-funded by Goethe-Institut Georgien.





Address

Meunargia Str 12
Zugdidi
2100

Opening Hours

Monday 15:00 - 23:00
Tuesday 15:00 - 23:00
Wednesday 15:00 - 23:00
Thursday 15:00 - 23:00
Friday 15:00 - 23:00
Saturday 15:00 - 23:00
Sunday 15:00 - 23:00

Telephone

+995599550057

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mego Bar posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Mego Bar:

Shortcuts

Share

Category