Ambri Wine Saloon • ამბრი ღვინის სალონი

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • Ambri Wine Saloon • ამბრი ღვინის სალონი

Ambri Wine Saloon • ამბრი ღვინის სალონი Try Different varieties of Georgian rare wines, Home made Cheese & Georgian Delights.

🍇some wines are just special. And by that  i mean incredibly good unique and characterized by a signiture style. We are ...
17/12/2019

🍇some wines are just special. And by that i mean incredibly good unique and characterized by a signiture style. We are beyond happy to be able to offer you some of the most exciting , rare, natural and organic wines from Jakeli’s organic vineyards💫🍷 Wines

✨მიხეილ  ჭონიშვილი, ფლობს საგვარეულო მარანს - „ჭონას მარანი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში.  ოჯახს გააჩნია ნატურალურ...
16/12/2019

✨მიხეილ ჭონიშვილი, ფლობს საგვარეულო მარანს - „ჭონას მარანი“, რომელიც მდებარეობს ქალაქ თელავში. ოჯახს გააჩნია ნატურალური ღვინის წარმოების მრავალწლიანი ტრადიცია, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობებს და დაფუძნებულია კახურ ტრადიციულ ტექნოლოგიაზე, რაც გულისხმობს ღვინის ქვევრში დაყენებასა და დავარგებას. მათ აქვთ საკუთარი ვენახი, რომელიც გაშენებულია წინანდლის მიკროზონაში, სოფელ კურდღელაურში, ზღვის დონიდან 550 მ სიმაღლეზე. 🍇ვენახის მოვლა ხდება ბიო-ორგანული წესების შესაბამისად. სწორედ ეს ფაქტი არის ერთერთი და მნიშვნელოვანი განმაპირობებელი იმის, რომ ,,ჭონას მარანი’’ -ის ღვინოები გამდიდრებულია ბუნებრივი, ჯიშური არომატებით . ერთერთ ინტერვიუში ბატონი მიხეილი ამბობს - ,,საუბრით ღვინო უფრო გვესაუბრება ვიდე ყურძენი’’, მისი ღვინოები, ნამდვილად გადმოსცემს მეღვინის მთელი წლის შრომას და გვთავაზობს ხარისხიან ნატურალურ, ორგანულ ღვინოებს. 🍷მისი ღვინოები არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკაშიც წარმატებით იყიდება . Michael Chonishvili

How do you spell heaven - Wine 🍷😜       @ Nadikvari   ნადიკვარი
15/12/2019

How do you spell heaven - Wine 🍷😜 @ Nadikvari ნადიკვარი

🌞 ქართული, უნიკალური, ბიოლოგიურად სუფთა - ღვინო "მზეი"🔔 შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩვენს ღვინის სალონში - ,,ამბრი""ღვინო კი ა...
15/12/2019

🌞 ქართული, უნიკალური, ბიოლოგიურად სუფთა - ღვინო "მზეი"

🔔 შეგიძლიათ დააგემოვნოთ ჩვენს ღვინის სალონში - ,,ამბრი"

"ღვინო კი არა მზე არის, მზეი..."
#ღვინომზეი

02/12/2019

#ამონარიდინიკონიკოლაძესსახალხოკალენდარიდან1921წ 💫ღვინო ძვირფას საქონლათ მიტომ გახდა, რომ მისი მომცემი ვაზი მარტო იშვიათ ადგილზე ხარობს, ყურძნის ჭამა კი და ღვინის სმა მთელ დედა–მიწის პირზეა გავრცელებული. საქართველო იმ ბედნიერ მხარეების რიცხვშია, რომელთ ბუნება ვენახის ზრდას და ნაყოფიერებას ხელს უწყობს. აქ ვაზის შენება ნოეს აქეთ–და ალბათ ნოემდინაც – ხალხის ხელობათაა ნაქცევი. ათასი მოდგმის მეოხებამ გააჩინა ჩვენში ვაზის წარჩინებული ჯიშები და საგანგებო ღირსების ღვინოები შეჰქმნა, რომელთა ქება და სახელი ყოველგან მოფენილია. მაგრამ, თუმც იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც ვაზი ხარობს, საქართველოს საუკეთესო მდებარეობა და ბუნება რგებია, თუმც ქართველებს მევენახეობა სხვებზე უფრო ადრე დაუწყვიათ , და წინაპრული გამოცდილება სხვებზე მეტი მიუძღვისთ, ჩვენი მეღვინეობა, ყველა სხვა ხალხისას ჩამორჩა. ასე გასინჯეთ იმისთანაებისასაც, ვისაც ჰავა, ნიადაგი და ერის წარსული სრულიადაც არ შეფეროდა ამ ხელობას. მთელ საქართველოში ომის წინ ორმოცი ათასი დესიატინა ვენახი ძლივს მოიძეოდა. სამხრეთ რუსეთში კი სადაც ზამთრობით მიწა ერთი ადლის სიღრმეზე იყინება და ზაფხულში ვაზს არავითარი მთის ქედი არ იცავს მყინვარე ოკეანის სუსხიდან, ნიავ დროს მშვენიერათ მუშავდებოდა 89,979 დეს. ვენახი! პაწია ბოლგირიასაც ჩვენზე მეტი ვენახი გააჩნდა, სახელდობრ 54, 928 დესიატინა, რუმინიას – 78, 589 დეს. და უნგრეთს – 320, 355. ყველა ამ ქვეყნებში – როგორც რუსეთში – ვენახის შენება და ღვინის ყენება ბევრად უფრო ძნელი და სახიფათოა, ვინემ ჩვენში, მარტო მით კი არა, რომ ჩვენ დაცული ვართ ჩრდილოეთის ქარიშხალიდამ: ჩვენში მზე უფრო მხურვალეა, ვაზს უფრო მეტი მზიანი დღე ერგება წელიწადში და სხვ. ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ ღვინოს ღირსებასა და სიმაგრეს უმატებს. მიუხედავათ ყველა ამ უპირატესობისა, სხვა ქვეყნებში, საცა ვენახი ნაძალადევია, მაშინ როცა ჩვენში ვაზი ველურათაც იზრდება, ვენახების რიცხვი, სივრცე და მოსავალი სწრაფათ მატულობს, ისე, რომ სულ მოკლე ხანში მათი რაოდენობა ზოგან ერთი ორად იქცა, ზოგან ქეც გასამკეცდა, ჩვენში კი მათ ზრდა რა ხანია აღარ ეტყობა. ჩვენს საქართველოში, სადაც არც ვრცელი მიწათმფლობელობა არსებობს, არც მსხვილი მევენახეობა, არც დიდი კაპიტალი მოიძიება, სრულიად უიმედოთ ჩაითვლება მეღვინეობის ევროპიულ დონემდე აწევა. საუფლისწულო მამულმა მოახერხა ეს ცდა, რადგანაც მას ამისთვის საკმაო ვენახებიც გააჩნდა და თანხის შოვნაც შეეძლო, ყველამ იცის, რამხელა გასავალი მოემატა ამით საუფლისწულო ღვინოებს და რამოდენათ სახეირო გამოდგა ეს დასაწყისი, მისი მიბაძვა ჯერ ჩვენში არავის უცდია, გარდა ორიოდე პაროდიისა, რომელნიც მხედველობაში მისაღებიც არ არიან. მაგრამ შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქო მარტო მეფეებს და მილიონერებს შეეძლოთ მეღვინეობის წესიერათ მოწყობა, ნუ დავივიწყებთ, რომ ერი მეფეებზე და კაპიტალზე ბევრათ უფრო ძლიერია, როცა მას ერთობა და თაოსნობა აბადია. რაც უწინ მარტო ლაფიტების და როტშილდების მონოპოლიას შეადგენდა, დღეს ევროპაში – და თვით აფრიკაშიც – საექციო [სააქციო] საზოგადოების და კოოპერატივის ხელობათ გადაიქცა. სრულიად ადვილათ შეიძლება ჩვენს წვრილ მიწად–მფლობელობის ქვეყანაში, გლეხურ მევენახეობასაც მივცეთ ხელში ის ნაცადი იარაღი, რომელმაც გამარჯვება და ბედნიერება მიანიჭა ევროპიულ მეღვინეობას –სარდაფი, ღვინის შემნახავი მევენახის უზარალოთ და სასარგებლოთ. ამისთვის საკმაოა ისეთი საზოგადოება ან კოოპერატივი დავაარსოთ, რომელიც საშუალებას შეკრებს აიშენოს და მორთოს ამ დროინდელი სარდაფი ისეთ მოდიდო ქალაქში, სადაც შესაძლოა კლდეში გვირაბის შეყვანა. იქ ხარჯი ბევრათ ნაკლები იქნება, რადგანაც მონატეხი ქვა შენობებისთვის გასაღდება. თუ სარდაფი რიგიანათ გაკეთდა და მომარაგდა, სარდაფის პატრონი ადვილათ იშოვის ბანკს, რომელიც თანხას ანდობს და სესხს გასცემს სარდაფში შეტანილ ღვინოზე, იმოდენს, რაც ტკბილი ან მაჭარი ღირს დაყენების დროს იმ მაზრაში. მევენახე თითქო ყიდდეს თავის ტკბილს, ან ყურძენს, ბაზრის ფასებში. სარდაფის პატრონი ღვინოს უვლის სამი წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის და მეცნიერებისამებრ, თავის ხარჯს და ამაგს ღვინოსათვის, აგრეთვე, როგორც მასზე გაცემულ სესხის სარგებელს. სამი წლის შემდეგ სარდაფიდამ გამოდის ტკბილი კი არა, არამედ დამწიფებული ღვინო, რომლის ღირებულება სამჯერ–ოთხჯერ მაინც აღემატება გაცემულ სესხს. სარდაფის პატრონი, ამხანაგობა, ან მისი მოზიარე ბანკი, ან სხვა რომელიმე სავაჭრო თუ სატრანსპორტო საზოგადოება, ასაღებს ამ მშვენიერ ძველ ღვინოს ისეთ ქვეყნებში სადაც მისი ფასი იციან. ეს ფასი ყველას ისტუმრებს: ვაჭარს, ტრანსპორტს, მომვლელს,მსესხებელს და მევენახესაც, რომელსაც შესაფერი წილი მოგებისა ეძლევა ზედმეტად უკვე წინეთ მიღებული სესხისა. ღვინის ღირებულების მომატება, შედეგი მეცნიერულად ღვინის შენახვისა, სარგებლობას აძლევს ამნაირათ მთელ რიგს წარმოებისას , მრეწველობის რამდენიმე დარგს, ესე იგი ამდიდრებს და აძლიერებს მთელ მხარეს.
მარტო სარდაფში შენახულ ღვინოს შეუძლია აიტანოს შორი მგზავრობა. ჩვენებური ისე არსად გაიგზავნება, თუ სპირტით არ მოვნათლეთ. სპირტ–ნარევი ღვინო მარტო ჩვენშივე და რუსეთში საღდებოდა. ომის შემდეგ რუსეთი დიდ ბაზარს მისთვის ვეღარ წარმოადგენს: იმ ჯურის ხალხი, ვისაც იქ ესმოდა „ყურძნის წვენის გემოვნება“, ან გაწყდა , ან გაღატაკდა, დაგვრჩა შინაურობის გარდა, მარტო ევროპის ბაზარი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც თვითონ ღვინო არ მოჰყავთ, სახელდობრ გერმანია, დანია, შვეცია, ნორვეგია, ამერიკა და სხ. იქ ომამდის და ომის განმავლობაში მეტათ გავრცელებული იყო ფრანგულ ღვინოების ხმარება. აი ჩვენი მეღვინეობის ასპარეზი მომავლისათვის. აქ კი მარტო ისეთი ღვინო გავა, რომელიც სარდაფში ევროპიულათ დაყენებული იქნება. ეს მეტად დიდი და უხვი ბაზარია.
დღეს ჩვენი მევენახე – წვრილი იყოს, გინდ მსხვილი – ვალდებულია იმეცადინოს სხვა და სხვა დარგში: ვენახსაც უნდა უვლიდეს, ღვინოსაც უნდა აყენებდეს და პატრონობდეს, მაჭრობასაც უნდა აწარმოებდეს, ყველაფერს უფულოდ, უცოდნოთ, მამაპაპურად, შემთხვევისა დაგვარად.
ევროპიული მეღვინეობა და ამხანაგური სარდაფი მას ანთავისუფლებს ყოველი გასაჭირიდამ და სტოვებს მარტო მევენახეთ, რაც მის ძალ–ღონეს, გამოცდილებას, მოდგმას და ჩვეულებას შეეფერება. როგორც მევენახეს, ჩვენს კაცს ტოლი არა ყავს! მას ჩინებული, შეუდარებელი ყურძენი მოჰყავს. ჩამოაცილეთ მას ყველა სხვა დარდი, რომლის მოგერიების იარაღი მას აკლია, მოაწყვეთ რიგიანი ყურძნის ტეხა და წნეხვა, ღვინის ყენება და მოვლა. მისი ზიდავა და ყიდვა, და ნახავთ რომ ამნაირი შრომის განაწილება – წყარო ყოველი წარმოებისა – ისეთივე ფრთებს შეასხამს ჩვენს მევენახეობას როგორიც დღეს იტალიელ, ფრანგულ და ესპანურ მეღვინეობას ამშვენებენ. აი, მაშინ დაიწყებს ჩვენშიაც ზრდას ვენახების რაოდენობა და სივრცე, ამიტომ რომ მევენახეს ბედი გაადვილდება და გაუმჯობესდება და ვაზის მოვლა ჩვენში უფრო მომცემი და მომგები გახდება, ვინემ ყოველი სხვა დარგი მიწათმოქმედებისა და მრეწველობისა. ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა✨💫

✨სანავარდოს მამულები ნაფარეულის მიკროზონაში, მდინარე ალაზნის, ლოპოტასა და დიდხევის კვეთაზე მდებარეობს – 420 მეტრზე ზღვის...
01/12/2019

✨სანავარდოს მამულები ნაფარეულის მიკროზონაში, მდინარე ალაზნის, ლოპოტასა და დიდხევის კვეთაზე მდებარეობს – 420 მეტრზე ზღვის დონიდან.
✨ჯერ კიდევ 1797 წელს ეს მიწა მეფე ერეკლე II-მ გარსევან ჭავჭავაძეს უბოძა, რომლის ვაჟს, ალექსანდრე ჭავჭავაძეს მამულები მემკვიდრეობით ხვდა წილად. მას სწორედ ამ მიწაზე მოჰყავდა ყურძენი და მასპინძლობდა უცხოელ სტუმრებს. ✨1962 წელს საქართველოს სხვადასხვა გამომცემლობები წერდნენ სანავარდოს, როგორც ერთერთ საუკეთესო ტერუარზე, რომ აქ მოყვანილი ყურძნისაგან დაყენებული ღვინო გამოირჩევა ჯიშური არომატებით, სინაზით და დახვეწილი გემოვნური თვისებებით. 💫 🌞ცხადია , თუ, რატომ ხვდა წილად გარსევან ჭავჭავაძეს სანავარდოს მამულები. ✨დღეისათვის, ,,სანავარდო’’ ფლობს საკუთარ ვენახებს(ქართული ჯიშები,ფრანგული,იტალიური)და აწარმოებს სხვადასხვა ტიპის ღვინოებს. ✨ჩვენი ნაფარეული არის ლალისფერი, შავი თუთის და ტკბილი ალუბლის არომატით გამდიდრებული, მრგვალი ტანინებით და მუხაში დაძველების ბუკეტით.Sanavardo Estate

Saturday means wine and piano ✨😎🍷🍷
26/10/2019

Saturday means wine and piano ✨😎🍷🍷

The weekend has finally arrived - time to enjoy a glass of wine ✨🍷
26/10/2019

The weekend has finally arrived - time to enjoy a glass of wine ✨🍷

Researchers found that consuming cheese while drinking wine can actually improve the experience you get from the wine it...
01/10/2019

Researchers found that consuming cheese while drinking wine can actually improve the experience you get from the wine itself. 🙉🥂
Thanks for the 📸

A spot for Sunday retail therapy 🥂Thanks for the 📸  💙
22/09/2019

A spot for Sunday retail therapy 🥂
Thanks for the 📸 💙

Address

Nadikvari Street, 24
Telavi

Opening Hours

Monday 13:00 - 23:00
Tuesday 13:00 - 23:00
Wednesday 13:00 - 23:00
Thursday 13:00 - 23:00
Friday 13:00 - 23:00
Saturday 13:00 - 23:00
Sunday 13:00 - 23:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ambri Wine Saloon • ამბრი ღვინის სალონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category