სუ თელავია • 𝒮𝓊 𝒯𝑒𝓁𝒶𝓋𝒾𝒶

  • Home
  • Georgia
  • Telavi
  • სუ თელავია • 𝒮𝓊 𝒯𝑒𝓁𝒶𝓋𝒾𝒶

სუ თელავია • 𝒮𝓊 𝒯𝑒𝓁𝒶𝓋𝒾𝒶 Where food meets good vibes 💛
📍 Telavi | Kostava 6
(1)

ზაფხულის სიცხეს საუკეთესო ადგილი აქვს — ჩვენს ეზოში. 🌿აქ დღის ნებისმიერ დროს ჩრდილი, სიგრილე და სიმშვიდეა. ადგილი, სადაც...
06/08/2026

ზაფხულის სიცხეს საუკეთესო ადგილი აქვს — ჩვენს ეზოში. 🌿

აქ დღის ნებისმიერ დროს ჩრდილი, სიგრილე და სიმშვიდეა. ადგილი, სადაც შეგიძლიათ რამდენიმე საათით ყველაფერი დაივიწყოთ, დაისვენოთ და ისიამოვნოთ გემრიელი კერძებითა და სასიამოვნო გარემოთი.

📍თელავი, კოსტავას 6
📞568 43 95 95
🍔GLOVO - https://shorturl.at/CCKTq

#თელავი #კაფე #რესტორანი #პიცა #ბურგერი #ყავა

🍔 მზარეულის ვაკანსია ✨📣ვეძებთ მზარეულს, რომელიც შეისწავლის სამზარეულოს სხვადასხვა  პოზიციებს და ჩაერთვება ბურგერების, სა...
26/07/2026

🍔 მზარეულის ვაკანსია ✨

📣ვეძებთ მზარეულს, რომელიც შეისწავლის სამზარეულოს სხვადასხვა პოზიციებს და ჩაერთვება ბურგერების, სალათებისა და ცხელი კერძების მომზადებაში.

თუ ხართ პასუხისმგებლიანი, მოწესრიგებული და გიყვართ სამზარეულოში მუშაობა, გიწვევთ ჩვენს გუნდში.

📋 დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე - 555 209 717

🙏 დანარჩენ დეტალებზე გასაუბრება ხდება მხოლოდ გასაუბრების დროს

ჩვენ გთავაზობთ:
• ⏰ 8-საათიან სამუშაო გრაფიკს
• 💳 ანაზღაურებას ყოველ 2 კვირაში ერთხელ
• 🚗 თელავის ტერიტორიაზე საღამოს საათებში უფასო ტრანსპორტირებას

❕შესავსები ფორმის ლინკი იხილეთ კომენტარებში 👇

25/07/2026

შენი საყვარელი ადგილი თელავში ❤️

უგემრიელესი კერძები, სასიამოვნო ტერასა, გამორჩეული კოქტეილები და მყუდრო გარემო — ყველაფერი, რაც იდეალურ განწყობას სჭირდება. ✨

📍 თელავი, კოსტავას 6
📞 568 43 95 95

Your favorite place in Telavi ❤️

Delicious food, a cozy terrace, signature cocktails, and everything you need for the perfect mood. ✨

📍 6 Kostava Street, Telavi
📞 +995 568 43 95 95

#კაფე #პიცა #ბურგერი #რესტორანი #ყავა

🐾 ძვირფასო მეგობრებო… 🐈‍⬛რადგან ჩვენი სივრცე ღია ეზოშია, აქ ხშირად სტუმრობენ ქუჩის კატებიც. ვიცით, რომ ზოგიერთისთვის ისი...
23/07/2026

🐾 ძვირფასო მეგობრებო… 🐈‍⬛

რადგან ჩვენი სივრცე ღია ეზოშია, აქ ხშირად სტუმრობენ ქუჩის კატებიც. ვიცით, რომ ზოგიერთისთვის ისინი სასიამოვნო სტუმრები არიან ❤️, თუმცა გვესმის, რომ სხვებისთვის შეიძლება დისკომფორტსაც ქმნიდნენ, განსაკუთრებით საკვების მირთმევის დროს.

გვსურს იცოდეთ, რომ ეს კატები ჩვენი მოყვანილი არ არიან, თუმცა მათაც სიყვარულით და მზრუნველობით ვეპყრობით. ამავდროულად, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენი სტუმრობა მაქსიმალურად კომფორტული იყოს.

თუ ვინმეს დიდი გული და სურვილი ექნება, სიამოვნებით გავაჩუქებთ 3 პატარა, ძალიან საყვარელ შავ კნუტს, რომელსაც მოსიყვარულე ოჯახი სჭირდება. 🖤🐈

თუ დაინტერესდებით, მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში. მადლობა თქვენი გაგებისა და კეთილი დამოკიდებულებისთვის. 🙏🤍

🐾 Dear Friends… 🐈‍⬛

As our venue has an open courtyard, we are often visited by stray cats. We know that many of our guests enjoy their company ❤️, while for others they may be a bit of a distraction, especially during a meal.

We would like you to know that these cats are not ours, but we still treat them with kindness and care. At the same time, we do everything we can to ensure that your visit is as comfortable and enjoyable as possible.

If anyone has a loving home and would like to adopt, we are looking for families for three adorable black kittens who deserve a safe and caring home. 🖤🐈

If you’re interested, please send us a private message. Thank you for your understanding, kindness, and support. 🙏🤍

16/07/2026

ყველაზე რთული დღეები უკვე უკან მოვიტოვეთ. ახლა რეაბილიტაციის ეტაპს ვიწყებთ. 🙏

ძვირფასო მეგობრებო,

გულით მინდა მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ თქვენგანს. იმაზე გაცილებით დიდი მხარდაჭერა, თანადგომა და თანაგრძნობა ვიგრძენით, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა. თქვენი თითოეული შეტყობინება, კეთილი სიტყვა, ლოცვა და ფინანსური დახმარება ჩვენთვის უდიდესი ძალა და იმედი იყო. არასოდეს დაგვავიწყდება თქვენი გვერდში დგომა.

სიხარულით გიზიარებთ, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. მადლობას ვუხდით კლინიკის თითოეულ თანამშრომელს — ექიმებს, ექთნებსა და მთლიან სამედიცინო გუნდს. მათმა პროფესიონალიზმმა, ყურადღებამ, ზრუნვამ და მომსახურების ხარისხმა ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა.

გულწრფელად ვისურვებდი, რომ საქართველოშიც სულ უფრო მეტად ვითარდებოდეს ასეთი მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურება და პაციენტებს ყოველთვის ჰქონდეთ შესაძლებლობა, საუკეთესო პროფესიონალების დახმარება მიიღონ.

ყველაზე მთავარი კი ჯანმრთელობაა. მთელი გულით გისურვებთ, არასოდეს დაგჭირდეთ მსგავსი დახმარების თხოვნა და თქვენს ოჯახებში მუდამ სიმშვიდე, სიხარული და ჯანმრთელობა სუფევდეს.

თუ მომავალში ვინმეს მსგავსი გამოცდილება, რჩევა ან ინფორმაციის გაზიარება დასჭირდება, დიდი სიამოვნებით გავუზიარებ ჩვენს გამოცდილებას, რეკომენდაციებსა და იმ ცოდნას, რომელიც ამ გზის გავლისას დავაგროვეთ.

ახლა კი წინ რეაბილიტაციის ეტაპია. გვჯერა, რომ მოთმინებით, ძალითა და თქვენი მხარდაჭერით ამ გზასაც წარმატებით გავივლით. ❤️

კიდევ ერთხელ, უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. თქვენი სიკეთე, თანადგომა და სიყვარული ჩვენთვის არასოდეს დაივიწყება. ღმერთმა ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობა მოგცეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს. ❤️

❤️ მეგობრებო, თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას გიხდით.თქვენი თანადგომის, გაზიარებების და დახმარების შედეგად ამ ეტაპზე ...
02/07/2026

❤️ მეგობრებო, თითოეულ თქვენგანს გულითად მადლობას გიხდით.

თქვენი თანადგომის, გაზიარებების და დახმარების შედეგად ამ ეტაპზე უკვე 10 830 ლარი შევაგროვეთ.

ვერც სიტყვებით გადმოვცემ, რამდენ იმედს გვაძლევს თითოეული მხარდაჭერა. ასეთ რთულ პერიოდში ვიგრძენით, რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ.
გულით მადლობა თითოეულ თქვენგანს სიკეთისთვის, თანადგომისთვის და იმედისთვის. ღმერთმა ჯანმრთელობა და ბედნიერება მოგცეთ ყველას. ❤️🙏

თიბისი ბანკი - GE64TB7509545064300088

საქართველოს ბანკი-
GE65BG0000000611288305

მიმღები - გიორგი მოსიაშვილი

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და ამხელა მხარდაჭერისთვის. 🙏❤️Radio Fortuna FM 106,9 👏თქვენი თანადგომა ამ ...
01/07/2026

ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის და ამხელა მხარდაჭერისთვის. 🙏❤️
Radio Fortuna FM 106,9 👏

თქვენი თანადგომა ამ რთულ პერიოდში ჩვენთვის ფასდაუდებელია. ყოველი კეთილი სიტყვა, გაზიარება და დახმარება გვაძლევს ძალას და იმედს. გულწრფელად გმადლობთ, რომ ჩვენს გვერდით ხართ. ღმერთმა სიკეთე და ჯანმრთელობა არ მოგაკლოთ! ❤️🙏

⭕ „თითოეული ლარი და გაზიარება ჩვენთვის უდიდესი იმედია, ოპერაციის შემდეგ მძიმე გართულებები განვითარდა, საჭიროა განმეორებითი, რთული ოპერაცია… ამ ეტაპზე, სრული თანხის მოძიება დამოუკიდებლად შეუძლებელია, ქონების გაყიდვაც ვერ ხერხდება“ – ლალი მაჭავარიანს საზოგადოების დახმარება სჭირდება

ვრცლად იხილავთ კომენტარში ⬇

❤️ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებასა და სხვების დახმარებაში გაატარა, არაერთ ადამიანს დაუდგა გვერდით ყვე...
30/06/2026

❤️ადამიანის, რომელმაც მთელი ცხოვრება სიკეთის კეთებასა და სხვების დახმარებაში გაატარა, არაერთ ადამიანს დაუდგა გვერდით ყველაზე რთულ დროს და მუდამ სხვისი ტკივილი საკუთარივით მიიტანა გულთან. ახლა კი სწორედ მას სჭირდება ჩვენი დახმარება.

ძვირფასო მეგობრებო, ახლობლებო და გულშემატკივრებო,

დღეს თქვენთვის მიმართვა ჩემთვის ძალიან მძიმეა.

დედაჩემმა ძლიერი დაცემის შედეგად ხერხემლის მესამე მალა მოიტეხა. ჩაუტარდა ოპერაცია, თუმცა, სამწუხაროდ, ოპერაციის შემდეგ მძიმე გართულებები განვითარდა.

ხერხემლის დასაფიქსირებლად ჩადგმული მეტალის რამოდენიმე კონსტრუქციის ნაწილი ადგილიდან დაიძრა, ხოლო მოტეხილობა კიდევ უფრო გართულდა და წარმოიქმნა ძვლის წვრილი ნამსხვრევები. არსებული მდგომარეობა საჭიროებს განმეორებით, რთულ ოპერაციას.

სამწუხაროდ საქართველოში ამ ოპერაციის ჩატარება ძალიან დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ამიტომ გვჭირდება მკურნალობის გაგრძელება ისეთ კლინიკაში, სადაც მსგავსი სირთულის ოპერაციების ჩატარების მეტი გამოცდილება და შესაბამისი შესაძლებლობებია. (კერძოდ თურქეთში) ამისთვის კი დიდი ფინანსური რესურსია საჭირო.

ჩვენთვის ამ ეტაპზე სრული თანხის მოძიება დამოუკიდებლად შეუძლებელია. ქონების გაყიდვაც ვერ ხერხდება, რადგან ყველაფერი იპოთეკით გვაქვს დატვირთული და გვაქვს ბევრი საბანკო ვალდებულება.

თითოეული ლარი, თითოეული გაზიარება და თითოეული მხარდაჭერა ჩვენთვის უდიდესი იმედია.

გულითად მადლობას გიხდით ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგებით, ილოცებთ ჩვენთვის ან ამ ინფორმაციას გააზიარებთ.

ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე მოგცეთ ყველას. ❤️

თიბისი ბანკი
GE64TB7509545064300088

საქართველოს ბანკი
GE65BG0000000611288305

პ/ნ - 20001065414

მიმღები : გიორგი მოსიაშვილი

27/06/2026

🎉 საუკეთესო განწყობა, გემრიელი კერძები და შენი საყვარელი ადგილი ❤️

📍თელავი, კოსტავას 6
📞568 43 95 95

#სუთელავია #კაფე #თელავი

თუ ხაჭაპური, მაშინ — სამეფო ხაჭაპური.ბევრი ყველი. იდეალური ცომი. მაქსიმალური სიამოვნება. ✨ერთი ლუკმა და მიხვდები, რატომ ...
19/06/2026

თუ ხაჭაპური, მაშინ — სამეფო ხაჭაპური.

ბევრი ყველი. იდეალური ცომი. მაქსიმალური სიამოვნება. ✨

ერთი ლუკმა და მიხვდები, რატომ ჰქვია „სამეფო“. 🤍

🔥 გვესტუმრე თელავში, კოსტავას 6 ნომერში
🛵 გამოიძახე სასურველ მისამართზე
🛎️ 568 43 95 95

#სუთელავია #კაფე #თელავი #ხაჭაპური

Address

Kostava Street 6
Telavi
2200

Opening Hours

Monday 11:00 - 00:00
Tuesday 11:00 - 00:00
Wednesday 11:00 - 00:00
Thursday 11:00 - 00:00
Friday 11:00 - 00:00
Saturday 11:00 - 00:00
Sunday 11:00 - 00:00

Telephone

+995568439595

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სუ თელავია • 𝒮𝓊 𝒯𝑒𝓁𝒶𝓋𝒾𝒶 posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to სუ თელავია • 𝒮𝓊 𝒯𝑒𝓁𝒶𝓋𝒾𝒶:

Shortcuts

Share