SPACEHALL KUSTBA

SPACEHALL KUSTBA SPACEHALL KUSTBA სეზონურია და საერთაშორისო მას?

რუსეთი ოკუპანტია!Russia is an occupant! Solomun (Official) Thank you for outstanding performance!
27/06/2019

რუსეთი ოკუპანტია!

Russia is an occupant! Solomun (Official) Thank you for outstanding performance!

25/06/2019

მეგობრებო,

შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ყაზბეგში განვითარებულ მოვლენებს. ის, რაც Mountain Set: Kazbegiს შეემთხვა, ილუსტრაციია მძიმე სოციალური სურათისა და პოლიტიკური დღის წესრიგის, რომელიც განაპირობებს ყოველდღიურობას საქართველოში.

სამწუხაროა, რომ იმ ფონზე, როცა ზაფხულში, საფესტივალო სეზონზე, მსგავსი ღონისძიებები ქვეყნის ტურისტული პოტენციალისთვის და შესაბამისად, ეკონომიკისთვის, მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ფესტივალის ორგანიზატორები, პირისპირ, მარტოდ-მარტო დარჩნენ, უხეშ ძალასთან და თითქმის გადაუწყვეტელ პრობლემასთან. გვჯერა, რომ ასეთ დროს, სცენა უნდა იყოს ერთიანი და სოლიდარული. ჩვენ გვესმის და ვაანალიზებთ თუ რამდენად რთულია ლოკაციის გარეშე დარჩენა, ფესტივალამდე 3 დღით ადრე.

ამიტომ, ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ფესტივალის ორგანიზატორებს და მზადყოფნას გამოვთქვამთ, ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინოთ მათ და შევთავაზოთ ჩვენი სივრცე, ჩვენი საცეკვაო მოედანი, ფესტივალის გასამართად.

მეგობრებო, გვინდა დღევანდელი ფართის განრიგის შესახებ შეგატყობინოთ.მოცემულ რუკაზე ხედავთ, დღეს ღამით, კუს ტბაზე გადაადგილ...
21/06/2019

მეგობრებო, გვინდა დღევანდელი ფართის განრიგის შესახებ შეგატყობინოთ.

მოცემულ რუკაზე ხედავთ, დღეს ღამით, კუს ტბაზე გადაადგილების ინსტრუქციას. გაითვალისწინეთ, 00:00 საათიდან, 05:00 საათამდე, კუს ტბის ასასვლელიდან მოძრაობა შეიზღუდება და ამოსვლა მხოლოდ ტაქსის საშუალებით იქნება შესაძლებელი.
ასეთი გადაწყვეტილების მიღება თქვენივე კომფორტისთვის და გზაზე მოსალოდნელი შეფერხებების თავიდან ასაცილებლად გვიწევს. გვინდა გთხოვოთ, გაგებით მოეკიდოთ გადაადგილების წესებს.

ტაქსებით შეგიძლიათ, ამოსასვლელშივე ისარგებლოთ. ტაქსები ვერ გაჩერდებიან პარკინგზე და მგზავრის დატოვების შემდეგ, მოუწევთ უკან დაბრუნება.

შეგახსენებთ, რომ ფართის ექნება ორი შემოსასვლელი: ერთი - საერთო და მეორე, მათთვის ვინც ვიპ ბილეთები შეიძინა. ვიპ ბილეთებზე გაუმჯობესება ახლაც შეგიძლიათ tkt.ge-ს მეშვეობით (www.tkt.ge/solomun) მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ ლაინაფის განრიგსაც.

მადლობა ყურადღებისთვის,
გელით კუს ტბაზე.

21/06/2019

მეგობრებო,

გუშინ თბილისში, რუსთაველზე, განვითარებული მოვლენები არის უმძიმესი გამოცდილება ჩვენი საზოგადოებისთვის. ჩვენ დიდი გულისტკივილით ვუყურებდით, როგორ შეეჯახა, სამართლიანად გაბრაზებული ახალგაზრდა ადამიანების ჯგუფი, სისტემის მორიგ სისასტიკეს. ბევრი ჩვენგანი, სწორედ, ამ ახალგაზრდების ჯგუფში იყო გუშინ.

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭედით და დავუჭერთ ღირსეულ, ჯანსაღ, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას. სისასტიკე, რომლიც გუშინ ვიხილეთ პოლიციის მხრიდან მიუღებელია და არ აქვს გამართლება.

ყველა რუსეთის მოქალაქეს, ვინც დღეს ამოვა კუს ტბაზე და დააპირებს ბილეთის ყიდვას, ჩვენ კარზე ვთხოვთ აღიაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ხელისმოწერით დაადასტუროს აღიარება სიმოლურ დაფაზე. თუ ვინმე უარზე იქნება, ჩვენც უარეს ვეტყვით მას შემოსვლაზე.

ყველა რუსეთის მოქალაქეს, ვისაც შეძენილი აქვს ონლაინ ბილეთი, მაინც იგივეს გაკეთება მოუწევს კარზე. უარის შემთხვევაში, დავუბრუნებთ ფულს და მასაც დავემშვიდობებით.

რუსეთი არის ოკუპანტი!

ძალადობა არის გაუმართლებელი!

დღეს ჩვენს ფართიზე ამ ლოზუნგებს გამოვაკრავთ და, როგორც ყოველთვის, საცეკვაო მოედნიდან, ერთიანად ვიტყვით ჩვენს სათქმელს. მიგვაჩნია რომ ღონისძიების ჩატარებით და ზემოთ ხსენებული ლოზუნგების გაჟღერებით ვიტყვით იმაზე მეტს, ვიდრე - ჩაშლით. როგორც ჩვენთვის ცნობილია მსგავს ფორმებს მიმართავენ ინდუსტრიის მონაწილე სხვა ფესტივალები და კლუბები.

ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, გაგვეუქმებინა თუ არა დღევანდელი ივენთი და საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ეს არაა გამოსავალი. უამრავი ადამიანი ესტუმრა თბილისს დღევანდელი ღონისძიებისთვის და ასევე უკვე ქალაქშია არტისტიც. ფართის გაუქმება არ იქნება სწორი გამოსავალი, მათთან მიმართებაში.

თუმცა, ჩვენ მაინც მყარად დავდგებით ჩვენს პოზიციაზე და დავაფიქსირებთ მხარდაჭერას აქციის მონაწილების მიმართ.

#არაძალადობას! #არაძალადობრივსისტემას #არამორჩილებას! #არაოკუპაციას!

Dearest Friends and Community,

What happened yesterday was a true disaster for Georgian society. Most of us were there, with people, angry as it was supposed to be. We fully support morally and constitutionally legal demands of protestants and condemn police violence.

After thorough discussions inside the crew and consideration of safety norms of our guests, we have decided to make this party happen.

Address

Kus Tba
Tbilisi
0162

Alerts

Be the first to know and let us send you an email when SPACEHALL KUSTBA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share