Last address. Georgia

Last address. Georgia პროექტის დევიზია - «ერთი სახელი, ერთი სიცოცხლე, ერთი ნიშანი»

27 ოქტომბერს, აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის მუზეუმში საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მსხვერპლის - გეორგ ფლესის ხ...
29/10/2023

27 ოქტომბერს, აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის მუზეუმში საბჭოთა რუსული ტოტალიტარიზმის მსხვერპლის - გეორგ ფლესის ხსოვნის ნიშანი განთავსდა.
გეორგ ფლესი, ჰოლანდიიდან 1932 წელს გადავიდა საცხოვრებლად სსრკ-ში. კომუნისტური იდეალიზმით შეპყრობილ ახალგაზრდა სპეციალისტს საბჭოთა კავშირი განხორციელებული სოციალიზმის სახელმწიფოდ წარმოედგინა და მის მშენებლობაში სურდა თავისი წვლილის შეტანა. გეორგ ფლესი მოსკოვიდან, 1935 წელს სამუშაოდ საქართველოში გამოაგზავნეს, სადაც იგი აბასთუმნის მშენებარე ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის გუნდში მუშაობდა თარჯიმნად.

1936 წლის 26 აგვისტოს საქართველოს სსრ შინსახკომის უშიშროების განყოფილებამ გეორგ ფლესი "ტროცკისტული ორგანიზაციის" წევრობის ბრალდებით დააპატიმრა. თბილისში, შინსახკომის შიდა ციხეში რამდენიმეთვიანი პატიმრობისა და დაკითხვების შემდეგ, 1937 წლის 18 აპრილს ფლესი ეტაპით გადააგზავნეს მოსკოვში, სადაც 26 აპრილს სსრკ შინსახკომის განსაკუთრებულმა სათათბირომ "კონტრრევოლუციური საქმიანობის" ბრალდებით გეორგ ფლესს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ეტაპირების შემდეგ, მძიმე დაავადებული გეორგ ფლესი, 1939 წლის 31 მაისს, ქალაქ სმოლენკსთან არსებულ ციხეში გარდაიცვალა.

1989 წელს გეორგ ფლესი რეაბილიტირებულად გამოცხადდა.

1991 წელს, გეორგის ძმის შვილისშვილმა, ჟურნალისტმა - ტაის ბერმანმა მოსკოვიდან თბილისში ჩამოსვლა და სქართველოს პრეზიდენტის - ზვიად გამსახურდიას დახმარებით, ყოფილი КГБ-ს (საბჭოთა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი) არქივში გეორგ ფლესის საქმის გაცნობა მოახერხა, თუმცა ასლის გადაღების უფლების გარეშე. მან მხოლოდ საქმიდან რამდენიმე ფოტოს გადაღება და ამოკითხული ინფორმაციის დიქტოფონზე ჩაწერა შეძლო. რამდენიმე თვის შემდეგ, თბილისში ასლების გადასაღებად დაბრუნებისას, უკვე სამხედრო გადატრიალებისას კგბ-ს არქივში ხანძრის შედეგად საქმე უკვე განადგურებული დახვდა.
ტაის ბერმანის (NIMD-ის აღმასრულებელი დირექტორი) ინიციატივით და აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის ადმინისტრაციის კეთილი ნებით გეორგ ფლესის ხსოვნის ნიშანი ობსერვატორიის მუზეუმში განთავსდა, რამდენადაც სახლი, სადაც გეორგ ფლესი დაპატიმრების მომენტში ცხოვრობდა, ათწლეულების წინ ხანძრის შედეგად განადგურდა და ფიზიკურად აღარ არსებობს.

ხსოვნის ნიშნის განთავსების ცერემონიას ესწრებოდნენ გეორგ ფლესის შთამომავლები - ტაის და მირა ბერმანები და ჯორჯო ვან სტრატენი (მწერალი და კულტურის მენეჯერი).

04/11/2022

“Cheka house“ is one of the most important and valuable places for commemoration” – Irakli Khvadagiani, historian, Researcher at Soviet Past Research Laboratory (SOVLAB)

30/07/2022

დღეს, 30 ივლისს, მოქალაქეებმა ჩეკას სახლთან, ინგოროყვას #22-ში საბჭოთა ტოტალიტარიზმისა და სტალინური მასობრივი რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის დღე აღნიშნეს.

21/07/2022
15/12/2021

🔘 მწერალთა სახლი/Writers' House of Georgia -ის და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory -ის ერთობლივი პროექტი.
🗣 "ეს ერთგვარი პატარა მინი სივრცე იქნება ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანისთვის, რომელსაც შეეძლება ციფრულად გაეცნოს ამ მასალებს, ფიზიკურადაც შეეხოს. არ არის გამორიცხული უცნობი ისტორია აღმოვაჩინოთ ისეთი ადამიანების, რომლებიც ჯერ-ჯერობით არც კი ვიცით, რომ საბჭოთა ტოტალიტარიზმის მსხვერპლი იყვნენ, როგორც შემოქმედები", - ირაკლი ხვადაგიანი, მკვლევარი.
📣 2021 წელს, საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ მწერალთა სახლში რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი იხსნება.
#მუზეუმი
https://www.facebook.com/watch/?v=878183382828898

შეუერთდით პეტიციას და ამით გამოხატეთ მხარდაჭერა "მემორიალისადმი"!
24/11/2021

შეუერთდით პეტიციას და ამით გამოხატეთ მხარდაჭერა "მემორიალისადმი"!

Руки прочь от «Мемориала»!

Address

7 Otar Taktakishvili Street
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Last address. Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Last address. Georgia:

Share