საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association

საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია G

ჩვენი მიზანია რესტორატორთა გაერთიანება ,მეტი კომუნიკაცია სახელმწიფოსა და სარესტორნე ბიზნეს შორის ,საერთო პრობლემის ერთიანი გზით გადაჭრა,სერვისის გაუმჯობესება.

10/12/2025

მწვანე ტრანსფორმაციის ტრენინგის შესახებ: ზურაბ ბეროშვილი, რესტორატორი

09/12/2025

მწვანე ტრანსფორმაციის შესახებ: გიორგი კომახია, მენეჯერი

08/12/2025

მწვანე ტრანსფორმაციის ტრენინგების შესახებ: მაშო ზამთარაძე, სუ-შეფი

- გაცნობებთ, რომ პროექტი “მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის - “PROGRESS”- ის პარტნიორი კოლეჯები,  22-24 დეკემბრი...
01/12/2025

- გაცნობებთ, რომ პროექტი “მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის - “PROGRESS”- ის პარტნიორი კოლეჯები, 22-24 დეკემბრის ინტერვალში, ლოკაციების მიხედვით, იწყებენ 25 საათიან უფასო ონლაინ სატრენინგო კურსს: “კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის უნარების განვითარება”.

- სატრენინგო კურსი დაიწყება ონლაინ 22-24 დეკემბერს (ლოკაციების მიხედვით) და განახლდება 10 იანვრიდან; განაცხადების მიღების ბოლო ვადა არის 19 დეკემბერი, 2025.

- სატრენინგო კურსის მიზანია რესტორატორებს და კვების სერვისების მენეჯერებს გააცნოს მდგრადობა, რომელიც მოიცავს გარემოს დაცვის, სოციალური პასუხისმგებლობის და ეკონომიკური სტაბილურობის კოორდინირებულ მიდგომებს. ეს არის არა მხოლოდ გლობალური გამოწვევა, არამედ ადგილობრივი ეკონომიკის და კულტურის განვითარების აუცილებელი პირობა.

- კურსი დაეხმარება მსმენელებს მდგრადობის პრაქტიკების დანერგვაშიც, რაც აუცილებელია რესტორნების წარმატებისთვის და ქვეყნის საერთო განვითარებისთვის, რადგან საქართველოში ბუნებრივი რესურსები და ტურიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

- ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ რესტორატორებს და კვების სერვისების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს.

- სატრენინგო კურსს გაუძღვებიან “PROGRESS” პროექტის პარტნიორის, ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდის წარმომადგენლის მიერ დატრენინგებული ქართველი პედაგოგები კოლეჯებიდან: “პრესტიჟი”, “მერმისი”, “იკაროსი”, “ბლექსი”, “იბერია” და “მოდუსი”.

- წარმატებული მსმენელები მიიღებენ სერთიფიკატებს.
- დაინტერესებულმა რესტორატორებმა მოგვწერეთ აქ - მესენჯერში და ჩვენ დაგიკავშირდებით.

- „მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის“ (PROGRESS) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

- პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მას ახორციელებს CARE ავსტრია CARE კავკასიასთან, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასთან და ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდთან თანამშრომლობით.

19/11/2025
გასულ კვირას, PROGRESS პროექტის მონაწილეთა ჯგუფი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც  გაეცნენ მწვანე რესტორნე...
14/11/2025

გასულ კვირას, PROGRESS პროექტის მონაწილეთა ჯგუფი, ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში გაემგზავრა, სადაც გაეცნენ მწვანე რესტორნების რეალურ მაგალითებს და შეიტყვეს, თუ როგორ თანამშრომლობს HORECA სექტორი პროფესიული განათლების სისტემასთან. პროექტის განმახორციელებელი გუნდი მიზნად ისახავს საქართველოში ეკომეგობრული, მდგრადი და თანამიმდევრული მიდგომების დანერგვას სარესტორნო პრაქტიკაში.

ქართული დელეგაციის შემადგენლობაში შევიდნენ: რესტორატორები, სამიზნე კოლეჯების ხელმძღვანელები და მედიის წარმომადგენლები. მათ წარადგინეს საქართველო ბარსელონას გასტრონომიის ფორუმზე, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და გასტრონომთა შორის ცნობილია როგორც საუკეთესო ადგილი სიახლეების გაზიარებისა და გაცნობისთვის, სადაც, ერთ სივრცეში იკრიბება ესპანეთის და მეზობელი ქვეყნების მსხვილი გასტრონომიული მოთამაშეები. ტურის ყველა მონაწილე დაბრუნდა შთაგონებული, სავსე ახალი იდეებითა და მათი პრაქტიკული დანერგვის ხედვებით.

PROGRESS პროექტი ემზადება მწვანე ტრანსფორმაციის ტრენინგების მეორე ტალღისთვის, რომლის შესახებ ინფორმაცია ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში.

„მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის“ (PROGRESS) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მას ახორციელებს CARE ავსტრია CARE კავკასიასთან, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასთან და ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდთან თანამშრომლობით.

🇬🇪✨ საქართველო ბარსელონის საერთაშორისო გასტრონომიულ კონგრესზე! ✨🇬🇪ბარსელონის გასტრონომიულ კონგრესზე  ერთობლივად წარმოვაჩ...
04/11/2025

🇬🇪✨ საქართველო ბარსელონის საერთაშორისო გასტრონომიულ კონგრესზე! ✨🇬🇪

ბარსელონის გასტრონომიულ კონგრესზე ერთობლივად წარმოვაჩინეთ საქართველო – ჩვენი უნიკალური კულინარიული კულტურა, ტრადიციული კერძები და ავთენტური ქართული ღვინო.
📍 ასოციაციის მთავარი ფოკუსი: საქართველოში მწვანე რესტორნების სტანდარტების დანერგვა – ეკომეგობრული, მდგრადი და თანამედროვე მიდგომებით "ქეა კავკასიასთან" და "ესპანეთის მდგრადი რესტორნების ასოციაციასთან" პარტიორობით.
Ასოციაციის პრეზიდენტმა კოტე გაბრიჩიძემ ისაუბრა საქართველოს პოტენციალზე მწვანე ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე. Საქართველოს თავისი ტრადიციით აქვს პოტენციალი წარმოდგენილი იყოს მსოფლიო გასტრონომიის რუკაზე ! 🇬🇪🥂

2025 წლის 15-16 ოქტომბერს, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციამ, ასოციაცია „HORECA Hotel Star“-მა, ასოციაცია „პარტნიორები...
27/10/2025

2025 წლის 15-16 ოქტომბერს, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციამ, ასოციაცია „HORECA Hotel Star“-მა, ასოციაცია „პარტნიორები ტურიზმისთვის“, ქეა კავკასიამ, SkillsUp Network-მა და Skills for Inclusion (დიდი ბრიტანეთი), ჩაატარეს ერთობლივი სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნა სტუმართმასპინძლობის უნარების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობას და მის მომავალ პერსპექტივებს საქართველოში. სამუშაო შეხვედრამ დაადგინა რა მიმართულებით განვითარდება სექტორული უნარების ორგანიზაცია “Food, Beverages and Hospitality”-ის პოტენციალი, რომ ის გახდეს განათლების მიცემის მამოძრავებელი ძალა მომავალში. ერთობლივმა ღონისძიებამ, მონაწილეებს მიაწოდა პრაქტიკული ინსტრუმენტები, საერთო ვალდებულებები და ერთიანი ხედვა საქართველოში უფრო მწვანე, უფრო კონკურენტუნარიანი და ბიზნესზე ორიენტირებული უნარების ეკოსისტემის შესახებ.

„მწვანე უნარების ხელშეწყობა მდგრადობისთვის“ (PROGRESS) პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში კვების სერვისების მწვანე ტრანსფორმაციის შესაძლებლობების გაუმჯობესებას.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მას ახორციელებს CARE ავსტრია CARE კავკასიასთან, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციასთან და ესპანეთის მდგრადი რესტორნების ფონდთან თანამშრომლობით.

06/10/2025

ასოციაციის დირექტორი,კონსტანტინე გაბრიჩიძე, “მწვანე უნარების განვითარების“ ტრენინგებსა და მის მნიშვნელოვან ღირებულებებზე საუბრობს.

გაიგეთ მეტი ვიდეოდან

პროექტი ხორციელდება ქეა კავკასიის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

01/10/2025

🟢 2025 წლის ივლისში დასრულდა „მწვანე უნარების განვითარების“ ტრენინგის პირველი რაუნდი, რომლის მთვარი მიზანია გარემოს დაცვა და ამავე დროს, სააქართველოში შეიქმნას მწვანე რესტორნების სერთფიცირების მნიშვნელოვანი საფუძველი.

🟢 ტრენინგებისა და პროექტის შესახებ საუბრობს შოთა ბურჯანაძე, საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი.

პროექტი ხორციელდება ქეა კავკასიის მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.

Address

Tbilisi

Telephone

+995574000050

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია / Georgian Restaurateurs Association:

Share