12/05/2025
გამარჯობა
პირველ რიგში ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, გამძლეობას ვუსურვებთ ამ რთულ პერიოდში.
დაპირისპირება მოხდა ორ სტუმარ მხარეს შორის და არანაირ შუაში არ არის რატის ბარის არც ერთი თანამშრომელი. მომუშავე პერსონალი მომხდარ დღეს დაიკითხა შსს-ს მიერ. ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა, რომ მომხდარ ფაქტზე დაკავებულია 2 პირი. დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
როგორც ჩანს საზოგადოების ნაწილისთვის რთულია, გაარკვიოს რა არის სიმართლე და რა ტყუილი. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენი ბარის მიმართ დეზინფორმაციის. ნუ დაიჯერებთ ყველაფერს,რაც სოციალურ ქსელში იწერება, გთხოვთ თავი შეიკავოთ წინასწარი დასკვნებისგან. დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
ეს საზარელი შემთხვევა ჩვენი გუნდისთვის უდიდესი ტრავმაა, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.