Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარი

Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარი Its concept and design draw inspiration from Georgia's inaugural futuristic-Dadaist magazine.
(1)

მწერლების ბარი H2S04 მდებარეობს თბილისში, სიონის 8 ნომერში. ბარის კონცეფცია და დიზაინი დაკავშირებულია საქართველოში პირველ ფუტურისტულ-დადაისტურ ჟურნალთან. ბარის ინტერიერი სრულად გაფორმებულია სწორედ ამ ესთეტიკით.

1924 წელს საქართველოში დაარსდა პირველი ფუტურისტულ-დადაისტური ჟურნალი “H2SO4”, რომელშიც შევიდა ქართველ ფუტურისტ მწერალთა და მხატვართა შემოქმედება. ქართველი ფუტურისტების აზრით, გოგირდმჟავას

ხსნარით, ანუ ფუტურისტული ხელოვნებით, უნდა განწმენდილიყო ქართულ პოეზიაში არსებული „გაფუჭებული“ ჰაერი.

-------------

The establishment known as Writers' Bar H2S04 is situated at 5 Sioni Street in Tbilisi (inside the historical Karvasla Event Hall building). The bar's interior is meticulously adorned with elements embodying this distinctive aesthetic. In the year 1924, the pioneering futurist-dada publication "H2SO4" was established in Georgia. This magazine featured the creative contributions of Georgian futurist writers and artists. According to the tenets of Georgian futurism, the ostensibly "polluted" atmosphere within Georgian poetry was deemed in need of purification through the application of a sulfuric acid solution, symbolizing the transformative power of futuristic art.

26/03/2024

▪️მწერლების ბარი დაიხურა

წელიწადნახევრიანი ოდისეა შეჩერდა. მაგრამ არ დასრულებულა.

21 მარტს გვქონდა ბოლო ღონისძიება და ამის შემდეგ მწერლების ბარი იძულებული გახდა დახურულიყო გაურკვეველი დროით.

გასული წლის დეკემბრის დასაწყისში ჩვენ დაგვიკავშირდა ჩვენი კოლეგა, რომელმაც შემოგვთავაზა შეხვედრა ქარვასლაში. შეხვედრაზე კი ითქვა, რომ მათ ძალიან სურდათ მწერლების ბარის ხილვა თავიანთ სივრცეში. თავიდან ჩვენი მხრიდან იყო უარი - სივრცე მოგვეწონა, მაგრამ ზედმეტად ბურჟუაზიულად გამოიყურებოდა ავანგარდისტული სახელის მქონე ბარისთვის. შემდეგ იმ ხალხმა, რომელიც ქარვასლის მეიჯარეა, შემოგვთავაზა მიმზიდველი პირობები, რასაც დავთანხმდით, თუმცა ეს პირობები ზუსტად ერთ თვეში დაარღვია და ახალი პირობები წამოგვიყენა. კერძოდ, ჩვენი გადასვლის მთავარი მოტივატორი იყო მოქნილი იჯარა, რაც გულისხმობდა შემოსავლის 15%-ს (და არა მოგებისას. ბარი არ მუშაობდა მოგებაზე, ეს თავიდანვე ავუხსენით და ბარის ონლაინ ბანკშიც შევახედეთ).გადასვლიდან 1 თვის თავზე კი მათ უცებ შეცვალეს რიტორიკა და გვითხრეს, რომ ვერ აუდიოდნენ შენობის გადასახადებს და მწერლების ბარის მწირი შემოსავალი მათთვის პრობლემა ხდებოდა, შესაბამისად, ჩვენგან მოითხოვეს მეტის გადახდა, რაც ფიზიკურად არ შეგვეძლო და არც ვიყავით ვალდებულები შეცვლილ პირობას დავთანხმებულიყავით.

ერთი რამ, რაც ნათელია, ისაა, რომ ზრდასრულმა ხალხმა ვერ შეძლო საკუთარ სიტყვებზე პასუხისმგებლობის აღება და თავიანთივე შემოთავაზებული პირობის დაცვა. ჩვენ არ მივსულვართ მათთან და არ მოგვიხვევია ჩვენი პირობები, ისინი მოვიდნენ ჩვენთან და შემოგვთავაზეს თავიანთი პირობები, რომელთა შესრულებაზეც თავადვე თქვეს უარი.

მწერლების ბარი გაიხსნა 2022 წლის 21 ოქტომბერს. ის პირველივე დღიდან გახდა პოპულარული კულტურული სივრცე, სადაც ნებისმიერი შეხედულებისა და მრწამსის ადამიანი იყრიდა თავს, გაიმართა 400-დე ღონისძიება, რომელშიც მონაწილეოდნენ ცნობილი თუ დაწყები მწერლები, მხატვრები, გამომცემლობები, საელჩოები, ქართული და უცხოური კულტურის ცენტრები, ქართველი თუ უცხოელი არტისტები. მწერლების ბარი არასოდეს ყოფილა სტანდარტული ბიზნესი. მწერლების ბარი იმთავითვე კულტურული მიზიდულობის ცენტრად შეიქმნა, და ასეც რჩება: მწერლების ბარი იყო უკანასკნელი დიდი, თავისუფალი სალიტერატურო სივრცე, რომელიც ამწუთას გაჩერებულია (დროებით, მაგრამ მაინც).

მაგრამ - მწერლების ბარი არის იდეა და იდეას იოლად ვერავინ შეაფერხებს. სხვა დანარჩენი ტექნიკური საკითხია. ასე რომ, ეს შეფერხებაც დროებითია. გვაქვს მოლაპარაკებები კეთილსინდისიერ ხალხთან და ვფიქრობთ, რომ მალე დავბრუნდებით.

დროებით

ომს - მშვიდობა - ბესო ხვედელიძის წიგნის პრეზენტაცია📸გენკა ფოტოგრაფი
21/03/2024

ომს - მშვიდობა - ბესო ხვედელიძის წიგნის პრეზენტაცია
📸გენკა ფოტოგრაფი

The Book Wanderer - ნატო ფაჩუაშვილის წიგნის წარდგენა
15/03/2024

The Book Wanderer - ნატო ფაჩუაშვილის წიგნის წარდგენა

მწერალი ბარმენი ნატო დავითაშვილი
10/03/2024

მწერალი ბარმენი ნატო დავითაშვილი

01/03/2024
მწერალი ბარმენი ნინი ელიაშვილი 🤩
29/02/2024

მწერალი ბარმენი ნინი ელიაშვილი 🤩

დღეს, მწერლების ბარში გელით ჟურნალ "ქართული მწერლობის" წარდგენაზე 📝
25/02/2024

დღეს, მწერლების ბარში გელით ჟურნალ "ქართული მწერლობის" წარდგენაზე 📝

📣 25 თებერვალს, 19 საათზე, „მწერლების ბარში“, გამომცემლობა „ინტელექტი“
პოლონური ინსტიტუტი თბილისში / Instytut Polski w Tbilisi-სთან თანამშრომლობით, გიწვევთ ჟურნალ „ქართული მწერლობის“ თებერვლის ნომრის წარდგენაზე.

💬 „ჟურნალის „ქართული მწერლობა“ თებერვლის ნომერი პოლონური ლიტერატურის სულში იხედება. პოლონურ-ქართული ისტორიულად მჭიდრო ურთიერთობა, პოლონელებისა და ქართველების მუდამ უცვლელი ურთიერთსიმპათია, პოლონელთა გავლენა ქართულ კულტურაზე, პოლონური ლიტერატურის არსებობა საქართველოში, ეს ყველაფერი გვავალდებულებს, კიდევ ერთხელ გავაცნოთ ქართველ მკითხველს პოლონეთის რჩეული ლიტერატურული მემკვიდრეობა. ნომრის ავტორები შემთხვევით არ არიან შერჩეულნი, მათი სახელები თბილისში პოლონური ინსტიტუტის მიმდინარე საქმიანობას, ჩვენს მომავალ გეგმებს უკავშირდება, მაგრამ არჩევანი, უპირველეს ყოვლისა, ნაკარნახევია ქართველი მკითხველის, ლიტერატორებისა და მთარგმნელის გემოვნებით.

▪ ჟურნალში წარმოდგენილი ნაწარმოებების ფრაგმენტები პოლონური სულის იმ პერიოდებისთვის დამახასიათებელ თავისებურებას ასახავს, რომლებშიც ისინი იქმნებოდა. ეს ნაწერები სხვადასხვა ლიტერატურულ ეპოქას მიეკუთვნება, მაგრამ ამბოხის, ნოსტალგიის, რომანტიზმის ელემენტები და კაცობრიობისადმი გახსნილობა აერთიანებს“, - მაგდალენა ვოიდაშევიჩი, პოლონური ინსტიტუტის დირექტორი თბილისში.

📖 ჟურნალის ახალ ნომერში წაიკითხავთ:

➖ ვისლავა შიმბორსკა, ზოგიერთს უყვარს პოეზია და სხვა ლექსები | პოლონურიდან თარგმნეს შოთა იათაშვილმა და ქეთი ქანთარიამ

➖ მარეკ ჰლასკო, „ორნი გზაზე“, „გზის ბოლოს ძმა მელოდება“ | პოლონურიდან თარგმნა და წინასიტყვაობა დაურთო კატია ვოლტერსმა

➖ ადამ მიცკევიჩი, ჯიადი | პოლონურიდან თარგმნეს ანი კოპალიანმა და ქეთი ქანთარიამ

➖ გუგა მგელაძე, ქაოსის სიმფონია (რეცენზია ოლგა ტოკარჩუკის „დაუდგომელნის“ შესახებ)

➖ ვახტანგ ჯავახაძე, დაგვიანებული ინტერმედია (გალაკტიონი და გრიგოლ რობაქიძე)

➖ ინტერვიუ როსტომ ჩხეიძესთან (ესაუბრა ედუარდო გარსია როხასი , ესპანურიდან თარგმნა ლანა კალანდიამ)

➖ ლია სტურუა, ახალი ლექსები

➖ დათო ტურაშვილი, გზაში დაწერილი წიგნიდან

➖ წიგნიდან „დიალოგები. ხორხე ლუის ბორხესი, ერნესტო საბატო“, ესპანურიდან თარგმნა ნინო ფიფიამ

➖ გიორგი კაკაბაძე, პარალელების ძიება

➖ ბუბა კუდავა, ლეგენდების რჩეულნი

➖ დებიუტი: ნათელა ჯანელიძე, ლექსები

➖ გარეკანის ბოლო გვერდზე – ილია ჭანტურიას წერილი ოლგა ტოკარჩუკის მოთხრობების კრებულის შესახებ

📰 ჟურნალი გამოიცა პოლონური ინსტიტუტი თბილისში / Instytut Polski w Tbilisi-ის მხარდაჭერით.

Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარი

📷 გარეკანზე: ზაქარია ჭელიძის ფოტო

#ინტელექტი #ქართულიმწერლობა

24/02/2024

დღეს უკრაინის დღე გვაქვს მწერლების ბარში 🇺🇦

2024 წლის 24 თებერვალს სრულდება 2 წელი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომიდან.

მეგობარი ხალხის მხარდასაჭერად ორი ღონისძიება გვექნება ბარში:

1️⃣ დათო ტურაშვილის "ღვინის სამშობლო - საქართველო" | წიგნის უკრაინული თარგმანის წარდგენა და საუბარი

⏰ 19 საათი

2️⃣ უკრაინული პოეზიის საღამო. თარგმანებს წაიკითხავენ ქართველი მწერლები

⏰ 20 საათი

დასწრება თავისუფალია

Address

სიონის ქუჩა 8
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 14:00 - 13:00
Tuesday 14:00 - 01:00
Wednesday 14:00 - 01:00
Thursday 14:00 - 01:00
Friday 14:00 - 01:00
Saturday 14:00 - 01:00
Sunday 14:00 - 01:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Writers' Bar • H2SO4 • მწერლების ბარი:

Share

Category