26/02/2016
„აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“
ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველო“ და საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი“ გთავაზობთ ერთობლივ ინოვაციურ პროექტს „აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში“.
ცხოვრობ სოფელში?
არის შენს გარშემო ტურისტული რესურსები და პოტენციალი (ისტორიულ-კულტურული ან ბუნების ძეგლები) რომლებსაც არ სტუმრობენ ტურისტები და არ არის ცნობილი ინტერნეტ სივრცეში?
შენს სოფელში ხარ თვითდასაქმებული ხალხური რეწვით, ან გსურს სტუმარს შესთავაზო ღამისთევა ან შენს მიერ მომზადებული საკვები? ცხენებით მომსახურეობა ან მოემსახურო როგორც გამყოლი შენს სოფელში მიმზიდველ ბილიკებსა და საფეხმავლო ტურებში?
მაშინ ეს პროექტი შენ გეხება!
გამოგვიგზავნე ფოტო და ტექსტური მასალა შენი სოფლის ტურისტული რესურსების შესახებ :
►ნომერი: 571 11 77 55
►Facebook/აღმოაჩინე საქართველო
►Skype: Discover.Georgia
►მისამართი: წინანდლის N9 Discover Georgia-ს ოფისი
ჩვენ დავამუშავებთ და ხელმისაწვდომს გავხდით მათ მთელი მსოფლიოსთვის: უსასყიდლოდ განვათავსებთ ელექტრონულ ტურისტულ გზამკვლევში - მობილურ აპლიკაციაში TravelGIS და ვებ პორტალში www.travelgis.ge სამ ენაზე - ქართულად, ინგლისურად და რუსულად, რითაც თქვენ გაგიცნობთ მსოფლიო და ადვილად მოგაგნებთ ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი.
სურვილის შემთხვევაში შემოგთავაზებთ თქვენი ბიზნესის მხარდასაჭერად სხვადასხვა სახის ტრეინინგებსა და მასტერკლასებს და მოვახდენთ თქვენს სერთიფიცირებას.
რეგიონები დაიყოფა 10 თვედ და თითო თვე დაეთმობა მხოლოდ ერთი რეგიონის აღმოჩენას! მაშ ასე, მარტში ჩვენ ვიწყებთ კახეთით!
1. მარტი -> კახეთი
2. აპრილი -> მცხეთა მთიანეთი
3. მაისი -> ქვემო ქართლი
4. ივნისი -> შიდა ქართლი
5. ივლისი -> სამცხე ჯავახეთი
6. აგვისტო -> იმერეთი
7. სექტემბერი -> რაჭა ლეჩხუმი ქვემო სვანეთი
8. ოქტომბერი -> გურია
9. ნოემბერი -> სამეგრელო ზემო სვანეთი
10. დეკემბერი -> აჭარა
აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში!
______________________________________
Tourism Geoinformation Centre - TravelGIS Discover Georgia • აღმოაჩინე საქართველო