28/10/2018
შეხედე შეჩემა ამ კაცს.
შეხედე კარგად.
ერთი ჩვეულებრივი ბუღალტერი იყო იმ დედამოხნულ ესესერში, ურალის მთებთან მდებარე ერთ მივარდნილ სოფელ მოკინოში.
ამას, ისევე როგორც ბაბუაჩემს და სხვა ღირსეულ, არაჩეკისტ ადამიანებს, არასდროს ღირსებიათ საარჩევნო ბიულეტინი, სადაც ორი გვარი მაინც ეწერებოდა. ერთი, მხოლოდ ერთი. ისე მოკვდა ეგ ხალხი, მართლა არჩევნებს არ მოსწრებიან.
(ჩეკისტები და რაიკომები კი დადიოდნენ ხალისით იმ "არჩევნებზე" და ხაზავდნენ იმ ერთადერთს, "კომუნისტთა და უპარტიოთა ბლოკის" რჩეულს).
მაგრამ ეს სოფლელი კაცი იმ მივარდნილი სოფლიდან სრულიად დედამოხნულ ქვეყანაში და დროში, 1949 წელს, მივიდა იმ "არჩევნებზე" და ბიულეტინზე ერთი სიტყვა მიაწერა - კომედია.
მოძებნეს და ურალის მთებიც უკან დარჩა - 8 წლით ჩააყუდეს ანტისაბჭოთა აგიტაციისთვის.
და შენ, შეჩემა, ვისაც აი ეგრე უბრალოდ თავზე დაგეცა ეს ამხელა არჩევანის უფლება, როგორც ჩვენი პახანი იტყოდა, კეკლუცობ აქ უშნოდ.
აი თავში რო არ დაგცემოდა ეს უფლება მისტერ რონალდისა და ბარონესა მარგოს წყალობით და რო გებრძოლა ამისთვის და რაღაც დაგეთმო ამისთვის და რაღაც გაგეწირა ამისთვის, მაშინ ამ ტრაკის თამაშს არ ატეხავდი.
მოკლედ, შეხედე შეჩემა კიდევ ერთხელ ამ კაცს და გაეშურე შენი საარჩევნო უბნისკენ.
და თუ მთლად ირმა სოხაძის ჭკუისა არ ხარ და იმ ზემოთნახსენები პახანის კარმუშკაზე არ ხარ მიბმული და მაგის შეუზღუდავ ძალაუფლებაზე არ ანძრევ, შემოხაზე რამე სხვა და წამოდი...
შეხედე შეჩემა ამ ღირსეულ კაცს.