ჯეპრა • Gepra

ჯეპრა • Gepra N1 საკომუნიკაციო კომპანია საქართველოში

ჯეპრა თავის პარტნიორებს და კლიენტებს სთავაზობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე ასრებულ უახლეს მეთოდოლოგიასა და საკუთარი ექსპერტების გამოცდილებაზე დამყარებულ პროფესიონალურ მომსახურებას.

სწორი კომუნიკაცია, ბიზნეს ხედვა, უწყვეტი ზრუნვა განვითარებაზე, პასუხისმგებლობა და სანდოობა - ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა დამსახურებითაც ჯეპრამ 20 წლის განმავლობაში შეინარჩუნა ლიდერის პოზიცია პიარისა და მარ

კეტინგული კომუნიკაციების საკონსულტაციო ბაზარზე.

ჩვენ ვიცავთ საერთაშორისო ქარტიებითა და კოდექსებით გათვალისწინებულ პროფესიული ეთიკის ნორმებს.

🎧 დღეს უამრავი ადამიანი ნებაყოფლობით, საათობით უსმენს პოდკასტებს. ეპოქაში, სადაც ყურადღების შენარჩუნება რამდენიმე წამამდ...
07/08/2026

🎧 დღეს უამრავი ადამიანი ნებაყოფლობით, საათობით უსმენს პოდკასტებს.

ეპოქაში, სადაც ყურადღების შენარჩუნება რამდენიმე წამამდე შემცირდა, პოდკასტმა სრულიად შეცვალა კომუნიკაციის წესები.

💡 როგორ იქცა ეს ტენდენცია ბრენდების მთავარ საყრდენად და როგორ ვაქცევთ ამ ფორმატს სიღრმისეულ, ნამდვილ კავშირად ჩვენს პროექტებში?

ნინი სარალიძე ბლოგში გიყვებათ რატომ არის პოდკასტი კომუნიკაციის მომავალი 👇

დღევანდელ ციფრულ სამყაროში, სადაც ყოველდღიურად ვაწყდებით ათასობით ვიზუალურ გზავნილისა და სწრაფი რეკლამების ნ.....

☀️ ზაფხულის ზარები ჯეპრასთან!🔹 არ იცი, რომელი სერვისი შეესაბამება შენს ბიზნესს?🔹 ახალ პროდუქტს ან სერვისს უშვებ და გაინტ...
05/08/2026

☀️ ზაფხულის ზარები ჯეპრასთან!

🔹 არ იცი, რომელი სერვისი შეესაბამება შენს ბიზნესს?
🔹 ახალ პროდუქტს ან სერვისს უშვებ და გაინტერესებს როგორ დაგეგმო სწორი კომუნიკაცია?
🔹 გინდა, მეტი ადამიანი გიცნობდეს?
🔹 მარკეტინგულ კამპანიას გეგმავ?

🟢 ზოგჯერ ერთი სწორი რჩევაც საკმარისია, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო თავდაჯერებულად გადადგა.

📞 აგვისტოს განმავლობაში დაჯავშნე უფასო 15-წუთიანი ონლაინ კონსულტაცია ჯეპრას უფროს კონსულტანტთან, კახა მაღრაძესთან.

👉 ადგილები შეზღუდულია, ამიტომ წინასწარ დაჯავშნე სასურველი დრო - https://gepra.ge/book-a-call/

💡დღეს კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ პროდუქტით ან ფასით აღარ განისაზღვრება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის გამოცდილება...
23/07/2026

💡დღეს კონკურენტული უპირატესობა მხოლოდ პროდუქტით ან ფასით აღარ განისაზღვრება. სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის გამოცდილება, რომელსაც მომხმარებელი რეკლამის ნახვიდან პროდუქტის მიღებამდე გადის.

🚚რა როლი აქვს ამ პროცესში ტექნოლოგიებს, ლოგისტიკას, ოპერაციებსა და გუნდების კოორდინაციას?

📑ჯეპრას ახალ სტატიაში QuickShipper.App-ის გამოცდილებით ვსაუბრობთ, როგორ იცვლება ელ.კომერციის ეკოსისტემა, რა ქმნის დღეს მომხმარებლის გამოცდილებას და რატომ აღარ არის ეს მხოლოდ მარკეტინგის ან ლოგისტიკის საკითხი.

👉წაიკითხეთ სრულად ნინი სარალიძის ბლოგი:

როცა მასშტაბურ სარეკლამო კამპანიაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში თვალწინ გვიდგება ეფექტური ვიდეორგოლი, საინტერესო ....

20/07/2026

💧 IDS Borjomi Georgia-ს ახალ, მაღალტექნოლოგიურ ქარხანაში გამართული პირველი საინფორმაციო ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებსა და პარტნიორებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ წარმოების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ბრენდის უახლეს განვითარებებს.

🤝 ჯეპრა უზრუნველყოფს „ბორჯომის“ ქარხნის საინფორმაციო ტურების დაგეგმვა და ორგანიზება ჯეპრამ უზრუნველყო.

⚽ მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთი არ არის - ის ბრენდებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ასპარეზია...
16/07/2026

⚽ მსოფლიო ჩემპიონატი მხოლოდ ფეხბურთი არ არის - ის ბრენდებისთვისაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ასპარეზია.

💬 Aguila Beer-ისა და Levi's-ის ორი კამპანია ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ერთი შეხედვით უბრალო პრობლემა დასამახსოვრებელ მარკეტინგულ იდეად იქცეს.

✍️ იოანე ცაგარეიშვილი მსოფლიო ჩემპიონატის ორ გამორჩეულ მარკეტინგულ ქეისს გვიზიარებს.

წაიკითხეთ სრულად 👇

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალამდე სულ რამდენიმე დღე რჩება. მთელი ტურნირის განმავლობაში ყურადღებით ვადევნებდით თვ.....

🩺 „ექსპო ჯორჯიაში“ ჰიპერტენზიის ყოველწლიური უფასო მასშტაბური სკრინინგი გაიმართა. წელს ინიციატივას 20-ზე მეტი წამყვანი კლ...
10/07/2026

🩺 „ექსპო ჯორჯიაში“ ჰიპერტენზიის ყოველწლიური უფასო მასშტაბური სკრინინგი გაიმართა. წელს ინიციატივას 20-ზე მეტი წამყვანი კლინიკა შეუერთდა, ხოლო ორი დღის განმავლობაში სივრცეს 1 000-ზე მეტი ადამიანი ეწვია.

✅ პროექტის ფარგლებში მონაწილეებმა სრულიად უფასოდ მიიღეს კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭირო კვლევები. საჭიროების შემთხვევაში, მათ ასევე შეეძლოთ ესარგებლათ ანგიოლოგის კონსულტაციითა და დოპლეროგრაფიით.

🤝 ჯეპრა უკვე მეცხრე წელია, ფრანგული ფარმაცევტული კომპანია Servier-ს ინიციატივითა და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოებასთან პარტნიორობით ახორციელებს საერთაშორისო პროექტს - „გაიზომე წნევა #ამასშენთვისგეუბნები“.

📋 წელს უზრუნველვყავით მონაწილეთა რეგისტრაციის კოორდინაცია, სკრინინგებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაგეგმვა და მოწყობა, ღონისძიების სრული ორგანიზება და პროექტის მედიამხარდაჭერა.

🏆 Cannes Lions 2026-მა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე ძლიერი კამპანიები ისაა, რომლებიც ადამიანების დამოკიდებულებებსა დ...
08/07/2026

🏆 Cannes Lions 2026-მა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ყველაზე ძლიერი კამპანიები ისაა, რომლებიც ადამიანების დამოკიდებულებებსა და ქცევებზე ახდენს გავლენას.

🇬🇪 წლევანდელი წელი კი ჩვენთვის ორმაგი მნიშვნელობისაა, ფილმის კატეგორიაში ქართველი ახალგაზრდების - გიორგი აბულაძისა და ლუკა მოსიაშვილის ოქროს გამარჯვებამ დაგვანახა, რომ საქართველოდან შექმნილ იდეებსაც შეუძლიათ გლობალურ ასპარეზზე საკუთარი, ღირსეული ადგილი დაიკავონ.

💡 კესო დიასამიძის სტატიაში წაიკითხავთ რა იყო წლევანდელი ფესტივალის მთავარი გზავნილები, რატომ არის ქართული გამარჯვება მნიშვნელოვანი და რას ვსწავლობთ ჩვენ ამ პროცესიდან.

წაიკითხეთ სრულად 👇

წლევანდელი Cannes Lions ფესტივალი საქართველოსთვის განსაკუთრებული სიხარულით დაიწყო.

06/07/2026

🌟🩺 NGS (Next Gen Specialists) Roche Georgia-ს საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის თანამედროვე ცოდნის მიღების და პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს ქმნის.

💙 ჯეპრას გუნდი პასუხისმგებელი იყო ვიდეოს შემოქმედებით განვითარებაზე - კონცეფციის, სცენარისა და გადაღების პროცესის დაგეგმვაზე. საინფორმაციო ვიდეოს ჩვენება NGS-ის წარდგენის ღონისძიებაზე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.

🍇 ჯეპრას შრიფტების გალერეას ქართული ვაზის ისტორიით შთაგონებული ახალი შრიფტი „ვაზი“ შეემატა.მისი ვიზუალური კონცეფცია ქართ...
03/07/2026

🍇 ჯეპრას შრიფტების გალერეას ქართული ვაზის ისტორიით შთაგონებული ახალი შრიფტი „ვაზი“ შეემატა.

მისი ვიზუალური კონცეფცია ქართული ვაზის ანატომიითაა შთაგონებული, ასოების ფორმები ვაზის ყლორტებს, პწკალებს (ულვაშებს) და ყურძნის მტევანს იმეორებს, ხოლო მათი ძლიერი მონასმები ქართული ტრადიციის სიმტკიცეს გამოხატავს.

✍️ შრიფტი მოიცავს ქართულ და ლათინურ გარნიტურას, რაც მისი გამოყენების შესაძლებლობას ქმნის როგორც ქართულ, ისე მრავალ უცხოურ ენაზე.

🤝 შრიფტი „ვაზი“ კალიგრაფ დავით მაისურაძისა და ჯეპრას თანამშრომლობით შეიქმნა. მისი გამოყენება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფლადაა ხელმისაწვდომი.

📥 შრიფტის გადმოწერა შეგიძლიათ ჯეპრას შრიფტების გალერეიდან. https://gepra.ge/fonts/

🌿 „გაცვლა 2026“ - გამოფენა, რომელმაც მდგრადი ტრანსფორმაციის იდეა ხელოვნების, დიზაინისა და ბიზნესის თანამშრომლობით გააცოც...
01/07/2026

🌿 „გაცვლა 2026“ - გამოფენა, რომელმაც მდგრადი ტრანსფორმაციის იდეა ხელოვნების, დიზაინისა და ბიზნესის თანამშრომლობით გააცოცხლა.

სოციალური საწარმო Sadguri · სადგური-ს ინიციატივითა და ქარვა • Karva-ს პარტნიორობით გამართულ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კომპანიების გამოუსადეგარი მასალებისგან შექმნილი ინსტალაციები, რომლებმაც ნივთებს ახალი სიცოცხლე და მნიშვნელობა შესძინა.

Address

3 Aleksidze Street
Tbilisi
TBILISI,0193

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ჯეპრა • Gepra posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to ჯეპრა • Gepra:

Shortcuts

Share