Makerspace is a cozy and colorful nightclub in the historic center of Tbilisi, hosting electronic music events and serving great cocktails in a friendly atmosphere. მეიქერსფეის არის ელექტრონული მუსიკის კლუბი, რომელიც გუდიაშვილის ბაღში, ისტორიულ შენობაშია განთავსებული.
კლუბის ორ სართულიანი შენობა მოიცავს ორ DJ სთეიჯს, რომელიც აღჭურვილია VOID-ის პროფესიონალი ხმის სიტემით, სამ ბარს და შიდა ეზოს.
ჩვ
ენთან მყუდრო, ფერადი და მეგობრული გარემოა, სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ ელექტრონული მუსიკის ტოპ არტისტებს, მიირთვათ უგემრიელესი კოქტეილები და ისიამოვნოთ ურთიერთობებით.
უსაფრთხო და სასიამოვნო გართობა თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული, ამიტომ გთხოვთ, გაითვალისწინოთ კლუბის შიდა განაწესი:
🎟 შესვლა
- 18+
- ბილეთის ფასი განსხვავდება ივენთების მიხედვით
- კართან მოქმედებს ფეისკონტროლი
- კლუბში მოქმედებს დრესკოდი, ჩაიცვით ლამაზად და კომფორტულად
✅ ურთიერთპატივისცემა
- იყავით კეთილგანწყობილი სტუმრების და პერსონალის მიმართ
- პატივი ეცით პირად სივრცეს და სხვების კომფორტს
- ისიამოვნეთ მუსიკით და ურთიერთობებით, სხვისთვის შემაწუხებელი ქცევის გარეშე
- ნუ იხმაურებთ
🚭 სისუფთავე
- აკრძალულია მოწევა საცეკვაო მოედანზე (გამოიყენეთ მოწევისთვის განკუთვნილი ადგილები)
- დაიცავით სისუფთავე - გამოიყენეთ ნაგვის ურნები
- ნუ გადაყრით სიგარეტის ნამწვებს აივნიდან
🚫 უსაფრთხოება
- აკრძალულია სასმელის, არალეგალური ან სახიფათო ნივთების შემოტანა
- ზედმეტად არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სტუმრები არ დაიშვებიან
- მოუფრთხილდით პირად ნივთებს, დაკარგულ ნივთებზე კლუბი არ არის პასუხისმგებელი
📸 ფოტოგადაღება და კონფიდენციალურობა
- ფოტოების გადაღება ნებადართულია სანათის გარეშე
- პატივი ეცით სხვის კონფიდენციალურობას
- ნუ განათავსებთ სხვების ფოტოებს სოც. ქსელებში
ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით მოგიწოდოთ წესების დაცვისკენ ან მოგმართოთ თხოვნით რომ დატოვოთ კლუბის ტერიტორია.
❤️ მადლობას გიხდით გაგებისთვის და თანამონაწილეობისთვის, რომ მეიქერსფეისი იყოს ყველასთვის საყვარელი და სასიამოვნო გართობის ადგილი.
შევხვდებით ივენთზე! ✨🎶