12/06/2026
საამურის გუნდისთვის დიდი პატივია იყოს ვასკას უსასრულო მარათონის მონაწილე. ვასკა საამურის გულშემატკივარი იყო ჩვენი პირველივე დღიდან და ძალიან ხშირად იგრძნობოდა მისი მხარდაჭერა და გვერდში დგომა. გვიხარია, რომ ვასკას უსასრულო სიყვარულში ჩვენც ჩავერთეთ ❤️
ვირბინოთ რამდენსაც შევძლებთ, სადამდეც მივალთ, როგორც გავუძლებთ - ოღონდ წელსაც, შემდეგ წელსაც და იმის მერეც - სულ.
ვიხმაუროთ, ვიხტუნაოთ, ვიცინოთ, ვირბინოთ უსასრულოდ - როგორც ამას ვასკა იზამდა.
❤️