ქართული გენი - ა

ქართული გენი - ა ქართული გენი-ა ჰოლდინგი

🎉 პროექტის გრანდიოზული დასასრული — საერთო ახალგაზრდული კონფერენცია!პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა მასშტაბური კონფერენ...
16/02/2026

🎉 პროექტის გრანდიოზული დასასრული — საერთო ახალგაზრდული კონფერენცია!

პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა მასშტაბური კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 460 ახალგაზრდამ 🙌
კონფერენცია იყო სივრცე, სადაც ახალგაზრდებმა საჯაროდ წარადგინეს საკუთარი გამოცდილება, იდეები და მიღწეული შედეგები.

📍კონფერენციაში ჩაერთვნენ გორის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

🧩 კონფერენციის ფარგლებში:
✨ ბანაკისა და შემდგომი აქტივობების შედეგების წარდგენა
💬 თემატური დისკუსიები და გამოცდილების გაზიარება
🤝 ახალი კავშირები და იდეები მომავლისთვის

დასკვნითმა ღონისძიებამ ნათლად წარმოაჩინა პროექტის მასშტაბი და აქტივობების მრავალფეროვნება, ასევე ახალგაზრდობის სააგენტოსა და გორის მუნიციპალიტეტის მერიას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა 💙

📊 საბოლოო შედეგი:
პროექტში „მომავლის ახალგაზრდული ინტელექტი“, რომელიც განახორციელა ქართული გენია ჰოლდინგიმა, ჩაერთო 717 ახალგაზრდა — მათ მიიღეს არაფორმალური განათლება, განივითარეს ინტელექტუალური, სოციალური და მოქალაქეობრივი უნარები და აქტიურად ჩაერთნენ საგანმანათლებლო აქტივობებში 🚀

🌱 პროექტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ინტერაქტიული და ახალგაზრდებზე მორგებული საგანმანათლებლო ფორმატები რეალურად მუშაობს — ზრდის ჩართულობას, თვითგანვითარებასა და აქტიურ მოქალაქეობას.
ღონისძიების დასასრულს მონაწიკე ახალგაზრდებს სერტიფიქატები და ინტელექტუალური თამაშების გამარჯვებლ გუნდებს სხვადასხვა ჯილდოები გდაეცათ.

✅ პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადფინანსების და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა’’ ფარგლებში.

✨ ეს არის მხოლოდ დასაწყისი — მსგავსი ინიციატივები მომავალშიც გაგრძელდება!

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების მოთხოვნით ჩატარდა სამაგიდო ინტელექტუალური თამაში 🕵️‍♂️🎩🕵️ “მაფიის ღამე“  🕵️‍♂️🎩🕵️არაფორ...
16/02/2026

პროექტის ფარგლებში ახალგაზრდების მოთხოვნით ჩატარდა სამაგიდო ინტელექტუალური თამაში

🕵️‍♂️🎩🕵️ “მაფიის ღამე“ 🕵️‍♂️🎩🕵️

არაფორმალური საგანმანათლებლო ფორმატში გამართულმა აქტივობამ მონაწილეებს განუვითარა სტრატეგიული აზროვნება, არგუმენტირებული კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ემოციური ინტელექტი.

თამაშმა გააძლიერა კომუნიკაცია და ნდობა ახალგაზრდებს შორის, გაზარდა მათი ჩართულობა და მოტივაცია მომდევნო აქტივობებში მონაწილეობისათვის.

დასასრულს გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ საჩუქრებითა და ვაუჩერებით, რამაც კიდევ უფრო მეგობრული და პოზიტიური გარემო შექმნა ✨

✅ პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადფინანსების და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა’’ ფარგლებში.

პროექტის დახურვის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში   🦉რა? სად? როდის? 🦉 თამაშში მონაწილეობდნენ გორის ...
16/02/2026

პროექტის დახურვის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში

🦉რა? სად? როდის? 🦉

თამაშში მონაწილეობდნენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები. წინასწარ განსაზღვრულმა წესებმა და ფორმატმა უზრუნველყო სამართლიანი და აქტიური ჩართულობა.

მონაწილეებმა განივითარეს კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება, გუნდური მუშაობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების და დროის მართვის უნარები.

ინტელექტუალურმა თამაშებმა გაზარდა საგანმანათლებლო მოტივაცია და ხელი შეუწყო არაფორმალური განათლების პოპულარიზაციას. მაღალი აქტიურობა კი ადასტურებს, რომ ფორმატი იყო ეფექტიანი და მიზნობრივი 💡

✅ პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადფინანსების და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა’’ ფარგლებში.

ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტი აქტიურად გაგრძელდა ✨მონაწილეებმა საკუთარ სკოლებში განაგრძეს მუშაობა — დაამუშავეს ბანაკ...
16/02/2026

ბანაკის დასრულების შემდეგ პროექტი აქტიურად გაგრძელდა ✨
მონაწილეებმა საკუთარ სკოლებში განაგრძეს მუშაობა — დაამუშავეს ბანაკში მიღებული ცოდნა, შეასრულეს პრაქტიკული დავალებები და მენტორების მხარდაჭერით განივითარეს საჯარო გამოსვლისა და გუნდური მუშაობის უნარები.
ოქტომბერ-ნოემბერში კი მათ წარადგინეს ინტერაქტიული პრეზენტაციები და ჩაატარეს სასკოლო ტრენინგები თანატოლებისთვის, სადაც გაუზიარეს მიღებული გამოცდილება და ცოდნა.
პროექტმა კიდევ ერთხელ შეუწყო ხელი ახალგაზრდებში ლიდერული, მენტორული და კომუნიკაციის უნარების განვითარებას 💡

✅ პროექტი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადფინანსების და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის - ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა’’ ფარგლებში.

Address

სუხიშვილის ქუჩა N 20
Gori
1400

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული გენი - ა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share