09/08/2026
2019 წლის დეკემბერში Perfume Bar-ის ისტორია დაიწყო. 🤍
ჩვენი პირველი მაღაზია დიდი მღელვარებით და კიდევ უფრო დიდი იმედით გავხსენით.
ყველაფერი პირველად იყო — ვსწავლობდით, ვუშვებდით შეცდომებს, ვნერვიულობდით და გვიხაროდა თითოეული მომხმარებელი, რომელიც ჩვენთან ბრუნდებოდა.
ადვილი არ ყოფილა… მაგრამ გვჯეროდა, რომ ერთ დღეს თქვენც შეიყვარებდით Perfume Bar-ს და ჩვენს სუნამოებს ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს ისინი. ❤️
თითქმის 7 წელი გავიდა…
ამ წლების განმავლობაში გავიზარდეთ ჩვენც და გაიზარდა Perfume Bar-იც.
გავხსენით ახალი მაღაზიები Rustavi Mall-ში და Gori Mall-ში, გავაფართოვეთ ასორტიმენტი და გაჩნდა ბევრი ახალი იდეა და ოცნება.
მაგრამ ჩვენთვის ყოველთვის განსაკუთრებული დარჩება ადგილი, სადაც ყველაფერი დაიწყო — ჩვენი პირველი მაღაზია მეგობრობის გამზირი 4-ში. 🤍
17 აგვისტოდან ეს მაღაზია დროებით დაიკეტება.
მაგრამ ეს დამშვიდობება არ არის — ეს ახალი დასაწყისია.
ჩვენ ისევ გავხსნით მის კარს — ახალი ფორმატით, ახალი იდეებით და კიდევ უფრო მეტი სიყვარულით.
მადლობა ყველას, ვინც პირველივე დღეებიდან ჩვენთან ხართ.
ვინც გვირჩევთ მეგობრებს, ბრუნდებით საყვარელი არომატისთვის და გვეუბნებით:
„სუნამოს ყოველთვის თქვენთან ვყიდულობ.“ ❤️
სწორედ თქვენ ხართ ჩვენი თითქმის 7-წლიანი ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.
მადლობა ნდობისთვის, სიყვარულისთვის და იმისთვის, რომ გვირჩევთ.
ჩვენი ისტორია გრძელდება… 🤍
დიდი სიყვარულითა და მადლიერებით,
თქვენი Perfume Bar ❤️