01/09/2026
აჰა, დასრულდა "ლიმენას" კიდევ ერთი ზაფხული - ფერადი, ლამაზი, საინტერესო და ძალიან ცოცხალი. 💛
ამ ზაფხულს ლიმენაში ბევრი რამ პირველად მოხდა:
✨ პირველად ჩავატარეთ სამდღიანი ფესტივალი „ციალი“ - ხელოვნებით, მუსიკით, ფილმებით, ლიტერატურით, ხელნაკეთი ნივთებით, შეხვედრებით, კულინარიული მასტერკლასებითა და განსაკუთრებული ჯანსაღი ადამიანებით.
💟ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი დღეები გამოვიდა და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად აკლია ჩვენს ქალაქს ასეთი ფერადი, თავისუფალი და ცოცხალი სივრცეები და რამდენად მაღალია მათზე მოთხოვნა. ამიტომ „ციალი“ აუცილებლად გაგრძელდება.🫰
🎬 გაგრძელდა კინოჩვენებები, ახალგაზრდული შეხვედრები და საღამოები - ლიმენა ისევ ის ადგილია, სადაც შეიძლება მოსვლა ფილმის სანახავად, სასაუბროდ, ახალი ადამიანების გასაცნობად ან უბრალოდ კარგი საღამოს გასატარებლად.
🍽️ განვაახლეთ მენიუ, დავამატეთ ახალი კერძები და გემოები.
📸 გავხსენით ფოტოსტუდია - შიდა და გარე სივრცით, სადაც უკვე შესაძლებელია ფოტოსესიების, ვიდეოგადაღებებისა და სხვადასხვა კრეატიული პროექტის განხორციელება.
🎉 კიდევ ერთი ახალი მიმართულება - წვეულებისთვის საჭირო ყველაფერი ერთ სივრცეში გავაერთიანეთ: გაფორმება, ფურშეტი, ფოტოსესია, ვიდეო და დრონით გადაღება, წამყვანი, და სხვა დეტალები, რაც დღესასწაულს განსაკუთრებულს ხდის.
ამ ფოტოებში ჩვენი ზაფხულია - ადამიანები, მუსიკა, ხელოვნება, საჭმელი, კინო, ეზო, შეხვედრები, სიცილი და ბევრი პატარა ისტორია.
ლიმენა ნელ-ნელა ხდება ზუსტად ის, რაზეც თავიდან ვოცნებობდით - სივრცე, სადაც რაღაც საინტერესო და სასარგებლო ყოველთვის ხდება.
ზაფხული დასრულდა, მაგრამ ლიმენაში ამბები არ სრულდება. 🍂
შემოდგომაზე კიდევ უფრო მეტი ახალი იდეა, პროექტი, შეხვედრა და საინტერესო სიახლე გელოდებათ.
ახალი სეზონი, ახალი ფერები, ახალი ამბები - ლიმენაში. 💛