რეფლექტორი / Reflector

რეფლექტორი /  Reflector The club Reflector has been located in Kutaisi since 2017 year. It's a space for electeonic music, mostly house and techno.
(1283)

The club is hosting international and local artists.

კლუბი რეფლექტორი ვემიჯნებით საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან კურსის გადახვევას!ვაუქმებთ  ხვალ დაგეგმილ ივენთს და ვუერ...
29/11/2024

კლუბი რეფლექტორი ვემიჯნებით საქართველოს ევროპული პერსპექტივიდან კურსის გადახვევას!
ვაუქმებთ ხვალ დაგეგმილ ივენთს და ვუერთდებით სახალხო პროტესტს!

25/10/2024
ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პ...
24/05/2024

ხელოვნება ყოველთვის იყო ინსტრუმენტი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ, მუსიკალური სივრცეების წარმომადგენლები ვთვლით, რომ პოლიტიკისა და მუსიკის ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებელია. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება, ისეთ მნიშვნელოვან ღირებულებებს, როგორიცაა თავისუფლება, თანასწორობა, სოლიდარობა, მრავალფეროვნება და ინკლუზიურობა. სწორედ ამ ღირებულებებს ემსახურება თითოეული ჩვენგანი და ასეთი გარემოს შექმნას ვცდილობთ ჩვენს ქვეყანაში.

გვჯერა, რომ ნებისმიერ სფეროში დამყარებულ პროფესიულ და მეგობრულ კავშირებს, თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ისტორიულად მთავარი, და კონსტიტუციურად დაცული მიზნის მიღწევაში. მიზანი კი, ევროპულ ოჯახთან გაერთიანებაა. ამ მომავალს დღეს საბოტაჟს უწყობენ. რუსული კანონი, არა მხოლოდ საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი შემოქმედებითი და კულტურული ეკოსისტემის განვითარებას, არამედ ანადგურებს აქამდე მიღწეულ პროგრესს, რომელიც მოვიპოვეთ ისტორიული სირთულეების მიუხედავად.
ჩვენ აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული რეპრესიების, ძალადობის, მუქარის და უსამართლობის მიუხედავად ვდგავართ ერთად, ერთხმად ვეუბნებით არას რუსულ რეჟიმს და ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც შეცვლის ქვეყნის დასავლურ კურსს და რუსულ ორბიტაზე დაგვაბრუნებს, ჩაახშობს განსხვავებულ აზრს და საქართველოს სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქცევს.

გამარჯვება გარდაუვალია, რადგან ეს ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხია. ერთიანობას ყოველთვის მოაქვს ცვლილება—გავიმარჯვებთ სახელოვნად!

ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, რეფლექტორი 11 მაისს დაგეგმილ ივენთს აუქმებს. ვფიქრობთ ახლა გართობის დრო არ ა...
10/05/2024

ქვეყანაში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, რეფლექტორი 11 მაისს დაგეგმილ ივენთს აუქმებს. ვფიქრობთ ახლა გართობის დრო არ არის,
ერთად უნდა ვიდგეთ, ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
11 მაისს, რუსთაველზე!

16/04/2024

,,რეფლექტორი” ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრებას, ჩვენი მომავალი ევროპაშია!🇬🇪🇪🇺

არა რუსულ კანონს!

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს რეფლექტორში დაუკრავს ქუთაისში დაფუძნებული  პოსტ- პანკ ბენდი - Skazz. ფრანკფურტელი დიჯეი- ...
27/12/2023

31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს რეფლექტორში დაუკრავს ქუთაისში დაფუძნებული პოსტ- პანკ ბენდი - Skazz.
ფრანკფურტელი დიჯეი-
Oliver Havenbauer ,ის უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს გერმანიის საკულტო კლუბი Robert Johnson -ის მუსიკალურ დირექტორად, ასევე არის Die Orakel ლეიბლის დაფმუძნებელი.
Vodkas Records-ის დამფუძნებელი -
JD J.

Bar Room
Boya - ფირფიტების მაღაზიისა და ლეიბლის, Morevi Records-ის კოლექტივის წევრი, ასევე, ლეიბლისა და ივენთების სერიის - Summoning-ის დამფუძნებელი.

Resom - კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების კურატორი, გერმანული სცენის ერთ-ერთი მოწინავე კლუბების - :// about blank-ის, Paloma Bar-ის და Golden Pudel-ის რეზიდენტი.

1 იანვარი.
ფირფიტების მაღაზია და ლეიბლის Vodkast Records - ის დამფუძნებელი VAKHO.
Vodkast Records -ის დამფუძნებელი,სელექტორი და დიჯეი Zurkin.
ფირფიტების მაღაზია Small Moves დამფუძნებელი - Ika

Bar Room
ქუთაისის საკლუბო სცენის წარმომადგენლები Mond და Gio Dalakishvili.

2 იანვარი
კლუბი რეფლექტორის რეზიდენტი დიჯეი G. Kura
ადგილობრივი სცენის პიონერი წარმომადგენელი - Gio Shengelia.
Gegling - ოჯახის წევრი და ერთ- ერთი დამფუძნებელი Dj Dustin.

Bar Room
ადგილობრივი სცენის პიონერი დიჯეი Tomma.

ივენთზე დასწრება შეუძლიათ რეფლექტორის ჯგუფის წევრებს, სხვა შემთხვევაში კარზე მოქმედებს Face control

ქვეყნაში არსებულ ნარკოპოლიტიკას კიდევ ერთი მსხვერპლი ყავს,ზურა ნიჟარაძეს ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.ნარ...
16/11/2023

ქვეყნაში არსებულ ნარკოპოლიტიკას კიდევ ერთი მსხვერპლი ყავს,ზურა ნიჟარაძეს ემუქრება 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა.
ნარკოტიკული საშუალება რომელიც ზურას აღმოაჩნდა , იყო პირადი მოხმარებისთვის, არსებული კანონმდებლობა კი მას უვადო პატიმრობით ემუქრება.

დავეხმაროთ კეთილ ადამიანს.

გიზიარებთ ზურას დედის ანგარიშის ნომერს.

BOG


TBC

,,რეფლექტორი” ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრებას, ჩვენი მომავალი ევროპაშია!არა რუსულ კანონს!
08/03/2023

,,რეფლექტორი” ვუერთდებით ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრებას, ჩვენი მომავალი ევროპაშია!
არა რუსულ კანონს!

რეფლექტორის სტრიმი შეგიძლიათ ნახოთ აქ 👇🏻
26/11/2022

რეფლექტორის სტრიმი შეგიძლიათ ნახოთ აქ 👇🏻

Mutant Radio is a media platform that focuses on various directions: such as mixes, different shows, and broadcasts that are either live-streamed or filmed and streamed later on. It gathers various artists, DJs, and interesting personalities that have an opportunity to focus on the subject of their....

Address

ქუთაისი თამარ მეფის ქუჩა 57
Kutaisi
4600

Opening Hours

23:45 - 06:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when რეფლექტორი / Reflector posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to რეფლექტორი / Reflector:

Share