02/02/2022
მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, დაგიბრუნდით სასიამოვნო სიახლით: 2️⃣0️⃣2️⃣2️⃣ წლის 6️⃣ თებერვალს, ბარმენთა საერთაშორისო დღეს, საქართველოს ბარმენთა ასოციაცია ატარებს 2️⃣0️⃣2️⃣1️⃣ წლის საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატს, რომლის ჩატარებაც დაგეგმილი იყო 2021 წლის 1️⃣5️⃣ დეკემბერს, თუმცა იმ დიდი დანაკარგის გამო, რაც ასოციაციამ განიცადა(ასოციაციის პრეზიდენტის - ბატონი ჟაკო ჯორჯაძის გარდაცვალება), ბუნებრივია, ეს ღონისძიება ვერ შედგებოდა. ასოციაციის დარჩენილი წევრების გადაწყვეტილებით, იგი აუცილებლად უნდა შედგეს და ასოციაციამ განაგრძოს იგივე ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით მუშაობა, როგორითაც ამას ბატონი ჟაკო აკეთებდა.
შეგახსენებთ, რომ 6️⃣ თებერვლის კონკურსი, გამოავლენს 2️⃣0️⃣2️⃣1️⃣ წლის საქართველოს საუკეთესო ბარმენს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ბარმენებს, რომელთაც აქვთ სულ ცოტა 3 წლიანი გამოცდილება ბარის დგართან. ღონისძიება გაიმართება ქალაქ თბილისში: -ში,(მისამართი: რუსთაველის ქ. #13) რომლის ხელმძღვანელობასაც დიდ მადლობას ვუხდით ამ შესანიშნავი ადგილის ჩვენთვის გაზიარებისათვის.
გენერალური სპონსორი გახლავთ ჩვენი მეგობარი კომპანია , რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას სბა-ს, დიდი მადლობა მათ ამ შესაძლებლობისათვის.
გთხოვთ გაეცნოთ კონკურსის დეტალებს:
კონკურსის მისია:
ბარმენის ზოგადი დონის ამაღლება და ერთმანეთისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარება, ასევე საუკეთესო ბარმენების გამოვლენა
კონკურსის მიზანი:
2021 წლის საქართველოს საუკეთესო ბარმენის გამოვლენა
ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება:
2021 წლის საქართველოს ბარმენთა ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლია ასოციაციის წევრ ყველა ბარმენს, თუმცა წლევანდელი პანდემიის გამო შექმნილი ვითარებისა, ვუშვებთ გამონაკლისს და მონაწილეობის უფლება ეძლევა იმ არაწევრ ბარმენებსაც, რომელთაც აქვთ მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება.
კონკურსის დებულება:
1️⃣. კონკურსანტი ამზადებს საავტორო კოქტეილს კლასიკურ სტილში 3 ეგზემპლარად, ნომინაცია - Long Drink (120-250მლ)
2️⃣. აუცილებელი პირობა: კოქტეილი უნდა შეიცავდეს მინიმუმ 30 მლ ვოდკა “DANZKA”-სა და მაქსიმუმ 5 ინგრედიენტს
3️⃣. რეცეპტი უნდა ემთხვეოდეს ანკეტაში წარმოდგენილს
4️⃣. კონკურსზე გასვლის წინ მონაწილეს ეძლევა 15 წუთი გარნირის მოსამზადებლად და სათანადო ინსტრუმენტის შესარჩევად
5️⃣. კონკურსანტს გამოსვლისას ეძლევა 5 წუთი კოქტეილის პრეზენტაციის ჩათვლით
6️⃣. კონკურსანტის გამოსვლა ფასდება ტექნიკური და სადეგუსტაციო ჟიურის მიერ
7️⃣. კონკურსანტის ჩაცმულობა მიზანშეწონილია, რომ იყოს კლასიკური
8️⃣ მონაწილე, რომელიც მიიღებს მაქსიმალური ქულების რაოდენობას, გამოცხადდება გამარჯვებულად🥇 (პრიზი ოქროს მედალი და 500 ლარი). ასეთივე მეთოდით გამოვლინდებიან მეორე🥈(პრიზი ვერცხლის მედალი და 300 ლარი) და მესამე ადგილის მფლობელები🥉 (პრიზი ბრინჯაოს მედალი და 200 ლარი)
9️⃣. კონკურსის მონაწილეები, რომლებიც ვერ გავლენ საპრიზო ადგილებზე, მიიღებენ მონაწილის დიპლომებს და დასაჩუქრდებიან ორგანიზატორებისა და სპონსორების მიერ
🔟. დაგვიანებული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მონაწილე კონკურსზე არ დაიშვება
1️⃣1️⃣. ყველა მონაწილე ვალდებულია კონკურსზე დაიშვას მხოლოდ პირბადის გამოყენებით
1️⃣2️⃣. კონკურსანტი ვალდებულია თავის საავტორო კოქტეილში გამოიყენოს ის ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელები, რომლებიც წარმოდგენილი იქნება ორგანიზატორების მიერ. თუ კოქტეილი შეიცავს წესებში არ შემავალ ინგრედიენტს ან ჭურჭელს, კონკურსანტი ვალდებულია წინასწარ გააფრთხილოს საორგანიზაციო კომიტეტი ამის შესახებ
1️⃣3️⃣. აკრძალულია კონკურსანტის მიერ ცნობილი რეცეპტების გამოყენება
1️⃣4️⃣. კოქტეილის მორთულობა უნდა იყოს საჭმელად გამოსადეგი. ხელოვნური მორთულობა (გარდა პატარა შამფურებისა და კბილის ჩხირებისა) არ დაიშვება
1️⃣5️⃣. ასევე დაუშვებელია ხელოვნური არომატიზატორის გამოყენება
კონკურსის მსვლელობა:
1️⃣. 10:00 – 11:00 - მონაწილეთა რეგისტრაცია
2️⃣. 11:00 – 12:00 - კონსულტაცია კონკურსანტებისათვის
3️⃣. 12:00 – 14:00 - კონკურსის დასაწყისი
4️⃣. 14:00 – 15:00 - Coffee Break
5️⃣. 15:00 – 17:00 - კონკურსის II ნაწილი
6️⃣. 17:00 - კონკურსის დასრულება
7️⃣. 17:00- 17:30 - ქულების დაჯამება
8️⃣. 17:30 – 18:00 - დაჯილდოება და პრიზების გადაცემა
9️⃣. 18:00 – 19:00 - ფურშეტი
🔟.19:00 - ღონისძიების დასასრული
გისურვებთ წარმატებებს!