Head of the Village / სოფლის თავი

Head of the Village / სოფლის თავი სოფლის თავი

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. დიდი მადლობა ყველას🙏🙏🙏
09/10/2023

კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი.
დიდი მადლობა ყველას🙏🙏🙏

  როცა ცხელ ჩაის სვამთ, გამოიყენეთ შაქრის ნაცვლად თაფლი დამატკბობელად...თაფლს დიდი უპირატესობა აქვს  თეთრ საყოფაცხოვრებო...
30/08/2023


როცა ცხელ ჩაის სვამთ, გამოიყენეთ შაქრის ნაცვლად თაფლი დამატკბობელად...
თაფლს დიდი უპირატესობა აქვს თეთრ საყოფაცხოვრებო შაქართან შედარებით:
- თაფლს აქვს ნაკლები კალორია;
- თაფლი შეიცვას ღირებულ ინგრედიენტებს, რაც ასევე ჩაის დამატებით გემოს მატებს;
- თუ თაფლი დიდხანს არ ცხელდება, ხარისხს არ კარგავს.
თაფლის დამატკბობელი ძალა ოდნავ აღემატება სუფრის რაფინირებულ თეთრ შაქარს. ამის მიუხედავად, თაფლს ნაკლები კალორია აქვს.
ეს გამოწვეულია განსხვავებული შაქრის ტიპებით:
- სუფრის რაფინირებული შაქარი არის სუფთა საქაროზა.
- თაფლი კი ადვილად მონელებადი გლუკოზასაგან (დექსტროზა) და ფრუქტოზასგან (ხილის შაქარი) შედგება.
ორივესთვის დამახასიათებელია ტკბილი გემო.
ზოგიერთ თაფლს აქვს ფრუქტოზის განსაკუთრებით მაღალი წილი, მაგალითად, წაბლის, მანანას (ცვარტკბილას) ან აკაციის თაფლი.
თაფლი ასევე შეიცავს სხვა ნივთიერებებს, როგორიცაა ვიტამინები, მინერალები და ფერმენტები. გარდა ამისა, თაფლი ჩაის ანიჭებს განსხვავებულ გემოს, არომატს რაც არ გააჩნია ჩვეულებრივ სუფრის შაქარს.
ჩაის მოყვარულებს გაუჩნდებათ კითხვა
- რომელი თაფლი არის საუკეთესო ჩაის დასატკბობად?
შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველა თაფლი დასატკბობად - თქვენი პირადი გემოვნებიდან გამომდინარე.
თუ გსურთ განსაკუთრებით ტკბილი ჩაი, ყვავილების (პოლიფროლური) თაფლი იდეალურია, ასევე იდეალურია დაკრისტალებული თაფლი.
თუ გსურთ განსხვავებული ჩაის არომატი, შეგიძლიათ დაატკბოთ წაბლის, მანანას თაფლით.
ისმის კითხვა:
- ეცემა თუ არა თაფლის ხარისხი მაღალ ტემპერატურაზე?
თაფლი შეიცავს მაღალი ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე ფერმენტებს, რომლებიც ზიანდება ხანგრძლივი გათბობით. თუმცა, თუ თაფლით დატკბობილ ჩაის დაუყოვნებლივ ცხლად დალევთ, თაფლის ხარისხს სითხის მაღალი ტემპერატურა არ დააზარალებს.
გაითვალისწინეთ:
ხანგრძლივად გაცხელებული თაფლიც კი უფრო ჯანსაღია, ვიდრე სუფრის შაქარი, რომელიც არ შეიცავს ფერმენტებს, ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს.
თამამად დაატბეთ ცხელი ჩაი თაფლით უშუალოდ დალევის წინ.
- წარმოიქმნება თუ არა HMF თბილ ჩაიში?
როდესაც თაფლი ხანგრძლივად თბება მაღალ ტემპერატურაზე, თაფლში არსებული ფრუქტოზისგან წარმოიქმნას ნივთიერება სახელად ჰიდროქსიმეთილფურფურალი (HMF).
HMF ტოქსიკურია ფუტკრებისთვის მაღალი კონცენტრაციით.
დღემდე, HMF-ის ტოლერანტობა ადამიანებში კარგად არ არის გამოკვლეული. ცხელ ჩაიში თაფლის გახსნისას HMF არ არის საშიში, რადგან მის წარმოქმნას დრო ჭირდება.
„მე არ მესმის, რატომ მოსწონთ ადამიანებს თაფლის დაკავშირება HMF–თან – სხვა საკვებს აქვს ბევრად მაღალი HMF დონე“ – ამბობს თაფლის ექსპერტი Dr. ანეტ შრედერი.
მურაბები, ხილის წვენები, ქლიავის მურაბა ან ტორტი შეიცავს ბევრად მეტ HMF-ს, ვიდრე ჩაიში გაცხელებული თაფლი.

ბორის ბიუჩელერი

09/05/2023
15/09/2022

🐝🐝🐝🐝

წარმატებულ დღეს გისურვებთ მეგობრებო!!! ჩვენ თქვენთანავართ.🍷🍷🍷
19/07/2021

წარმატებულ დღეს გისურვებთ მეგობრებო!!! ჩვენ თქვენთანავართ.🍷🍷🍷

25/06/2021
🐝🐝🐝🐝 🍯 🍯 🍯
11/08/2020

🐝🐝🐝🐝 🍯 🍯 🍯

Address

Charnali
6400

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Head of the Village / სოფლის თავი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category