Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი

  • Home
  • Georgia
  • Bolnisi
  • Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი

Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი, დავით აღმაშენებლის #13ა, Bolnisi.

03/06/2026
🎊 31 მაისს ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა ✨️ ბოლნისში, ისტორიულ გერმანულ უბანში დ...
01/06/2026

🎊 31 მაისს ბოლნისში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

✨️ ბოლნისში, ისტორიულ გერმანულ უბანში დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 60-მდე მეღვინეობა გააერთიანა. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ბოლნისის განსაკუთრებულ ადგილს ქართული მეღვინეობის რუკაზე და მის ამბიციას — დამკვიდრდეს, როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქი.

ფესტივალის მიმდინარეობისას სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ადგილწარმოშობის უნიკალურ ღვინოებს, დასწრებოდნენ ღვინის კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებას, მონაწილეობა მიეღოთ შემეცნებით აქტივობებში და დამტკბარიყვნენ ძველი გერმანული უბნის განსაკუთრებული გარემოთი.

🏆 ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა კონკურსი. ფესტივალის დასკვნით ნაწილში საზეიმოდ გამოვლინდა დიდი ოქროს, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი ღვინოები. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულებიდან ოქროს მფლობელ 11 ღვინოს დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი იტალიაში მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს.

🪄 აღსანიშნავია რომ ფესტივალი ბოლნისში მეოთხედ გაიმართა და მისი მიზანი მეღვინეთა შორის ადგილწარმოშობის ოფიციალური ნიშნის შესახებ პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდაა.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდა კვარტეტი „ჩვენი ბიჭები“ და ქართული ცეკვის ანსამბლი „არტ ლაბორატორია“. ღონისძიება ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტით დასრულდა.

ფესტივალის წარმდგენი იყო კომპანია „არემჯი“, ხოლო მხარდამჭერები – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქპატენტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, ბოლნისის აგროცენტრი და ბოლნისის ღვინის გაერთიანება. ნაკლების ჩვენება

🍷,,ღვინო, მუსიკა, ზაფხულის განწყობა და ბოლნისის განსაკუთრებული მასპინძლობა - ყველაფერი ერთ სივრცეში! არ გამოტოვოთ წლის ე...
31/05/2026

🍷,,ღვინო, მუსიკა, ზაფხულის განწყობა და ბოლნისის განსაკუთრებული მასპინძლობა - ყველაფერი ერთ სივრცეში!

არ გამოტოვოთ წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფესტივალი - გელით ბოლნისში დაუვიწყარი ემოციებისთვის!"

30/05/2026
🍇🍷 ფესტივალი რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ❗️🍷🪄 წლევანდელი ღვინის ფესტივალი განსაკუთრებულ განწყობას, მუსიკას, გემოებსა და დაუ...
30/05/2026

🍇🍷 ფესტივალი რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ❗️🍷

🪄 წლევანდელი ღვინის ფესტივალი განსაკუთრებულ განწყობას, მუსიკას, გემოებსა და დაუვიწყარ ემოციებს გააერთიანებს.

⭕️ ღონისძიება განკუთვნილია ყველა ასაკის სტუმრისთვის, ხოლო დასწრება თავისუფალია ყველა დაინტერესებულ ადამიანისთვის.

📍შემოგვიერთდით ერთად შევქმნათ შთამბეჭდავი, თბილი და სამახსოვრო დღე ღვინის, კულტურისა და დღესასწაულის სიყვარულით.

Address

დავით აღმაშენებლის #13ა
Bolnisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to Bolnisi Agro Center / ბოლნისის აგროცენტრი:

Share