21/03/2025
👉დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 21 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების ადვოკატირება.
👉2011 წლის დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გამოაცხადა.
👉დაუნის სინდრომი, ცნობილი ასევე, როგორც ტრისომია 21, განპირობებულია ქრომოსომათა რაოდენობის ცვლილებით. სწორედ ქრომოსომები განაპირობებენ ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბების პროცესს ორსულობის დროს და მის განვითარებას, როგორც მუცლადყოფნის, ასევე დაბადების შემდგომ პერიოდში.
👉გლობალურად, ყოველი რვაასი ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება.
😍მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს