Saubari•საუბარი

Saubari•საუბარი https://linktr.ee/saubari

Friday • Saturday: 20:00 - 3:00
Sunday: 20:00 - 2:00

📍Lado Asatiani 54, Tbilisi

მეგობრებო, ამ კვირას ბარი არ იმუშავებს. გელით შემდეგი კვირიდან❣️
23/09/2026

მეგობრებო, ამ კვირას ბარი არ იმუშავებს.

გელით შემდეგი კვირიდან❣️

ხვალ, 20:00 დან, "მოიკითხე მარგარიტა" საუბარში ✊📍ლადო ასათიანის 54
10/09/2026

ხვალ, 20:00 დან, "მოიკითხე მარგარიტა" საუბარში ✊
📍ლადო ასათიანის 54

გეპატიჟებით ხვალ საღამოს, პარასკევს, ბარის გახსნაზე „აი, ფაქტთან” ერთად! 🧡დაგხვდებათ არაფორმალური გარემო და ბევრი საუბარ...
10/09/2026

გეპატიჟებით ხვალ საღამოს, პარასკევს, ბარის გახსნაზე „აი, ფაქტთან” ერთად! 🧡

დაგხვდებათ არაფორმალური გარემო და ბევრი საუბარი! 💭

სინდისის პატიმრების ექსკლუზიური ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება შაბათს, 25 ივლისს, 21:30-ზე. ამ აქციით ისინი ცდილ...
22/07/2026

სინდისის პატიმრების ექსკლუზიური ნივთების გამოფენა - გაყიდვა გაიმართება შაბათს, 25 ივლისს, 21:30-ზე.

ამ აქციით ისინი ცდილობენ დაეხმარნონ თავიანთ მშობლებსა და ოჯახის წევრებს რეგიონებსა და თბილისში აქტივობების ორგანიზებისთვის საჭირო რესურსების მობილიზებაში

ვინც ვერ ახერხებთ დასწრებას და გსურთ მხარდაჭერა,
მარინა (ლეილა) ტერიშვილის ანგარიშზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ სიმბოლური თანხა:



📍ლადო ასათიანის ქ. №54

10/07/2026

ფირალები და აბრაგები საქართველოდან ✊
ისტორიკოსი ნოდარ ჩხაიძე
📍ლადო ასათიანის 54

ფირალები და აბრაგები საქართველოდან ✊შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ, თუ ვინ იყვნენ ფირალები და სოციალური მეამბოხეები, რა...
07/07/2026

ფირალები და აბრაგები საქართველოდან ✊

შეხვედრის ფარგლებში განვიხილავთ, თუ ვინ იყვნენ ფირალები და სოციალური მეამბოხეები, რა აწუხებდათ და ადარდებათ მათ რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობილ საქართველოში XIX საუკუნის ბოლოს და XX-ს დასაწყისში.

გავიხსენებთ ნაცნობ და უცნობ სახელებს, ამბებსა და თავგადასავლებს, რომლებიც დროდადრო ქმინდა ისტორიის მეტად მღელვარე სურათს აღმოსავლეთ საქართველოს ტყეებიდან დასავლეთ საქართველოს დაბლობებამდე.

მომხსენებელი - ნოდარ ჩხაიძე,
ისტორიკოსი, მკვლევარი და პედაგოგი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ძალიან საინტერესო შეხვედრა გველოდება, ამიტომ გაავრცელე მეგობრებში და არაფერი დაგეგმო ხუთშაბათს, 9 ივლისს 20:00 საათზე ❤️ ✊
📍ლადო ასათიანის 54

02/07/2026

აქ ყველაფერი გემრიელად გამოიყურება ❤️
📍ლადო ასათიანის 54

ავტორიტარიზმი და ეკონომიკა - დისკუსიის ფარგლებში განვიხილავთ, თუ როგორ განსხვავდება ეკონომიკური განვითარება დემოკრატიებს...
30/06/2026

ავტორიტარიზმი და ეკონომიკა - დისკუსიის ფარგლებში განვიხილავთ, თუ როგორ განსხვავდება ეკონომიკური განვითარება დემოკრატიებსა და ავტორიტარულ სახელმწიფოებს შორის. 

ავხსნით, რომ დიქტატორს აქვს ე.წ. "თვითიძულების" პრობლემა. შევეხებით როგორც მეოცე, ასევე ოცდამეერთე საუკუნის ავტორიტარულ მოდელებს.

მომხსენებელი არის სანდრო შარაშენიძე, სტენფორდის უნივერსიტეტის დოქტორანტურის კანდიდატი პოლიტიკურ მეცნიერებაში. წარსულში იგი ჩიკაგოს უნივერსიტეტში სწავლობდა ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს.

ძალიან საინტერესო დისკუსია გველოდება, ამიტომ გაავრცელე მეგობრებში და არაფერი დაგეგმო ხუთშაბათს 19:30 საათზე ❤️✊
📍ლადო ასათიანის 54

გეპატიჟებით კვირას, 28 ივნისს, "საუბარში" პოეზიის საღამოზე სასიკეთო საქმისთვის😊 ეს საღამო არის მცდელობა, გამოვხატო ჩემი ...
24/06/2026

გეპატიჟებით კვირას, 28 ივნისს, "საუბარში" პოეზიის საღამოზე სასიკეთო საქმისთვის😊 ეს საღამო არის მცდელობა, გამოვხატო ჩემი მადლიერება და სიყვარული თანამებრძოლების, კარგი მკითხველების, ჩემი გულშემატკივრების, პოეზიის მოყვარულებისა და ციხეში მყოფი ჩვენი მეგობრების მიმართ.

საღამოს განმავლობაში თქვენ:

🙏💫 შეძლებთ ნებისმიერი თანხა, რისი გადახდაც გსურთ, რეჟიმის ტყვეების ანგარიშზე გადარიცხოთ.

💫 მოუსმენთ ჩემს ახალ ტექსტებს,

💫 გაეცნობით პოეზიას კრებულიდან "ერთჯერადობის ეპოქა",

💫 წაიღებთ წიგნს ავტოგრაფით.

პოეზიის ერთერთი მთავარი დანიშნულება სიმართლისთვის ბრძოლაა, მჯერა. პოეზია არის სივრცე, რომელიც გვაერთიანებს, გვაძლიერებს, გვაახლოებს ერთმანეთთან. ამიტომ, 28 ივნისს, მოდით "საუბარში" და გავამხნევოთ ერთმანეთი.

გელოდებით "საუბარში", ხუთშაბათს, 25 ივნისს 21:00 საათზე.📍ლადო ასათიანის 54 ფილმი 1988 წლის ჩილეს ისტორიულ მოვლენებს ეფუძ...
24/06/2026

გელოდებით "საუბარში", ხუთშაბათს, 25 ივნისს 21:00 საათზე.
📍ლადო ასათიანის 54

ფილმი 1988 წლის ჩილეს ისტორიულ მოვლენებს ეფუძნება - საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ, პინოჩეტი ნებას რთავს ჩატარდეს რეფერენდუმი, სადაც ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, გააგრძელებს თუ არა ის მმართველობას.

ფილმი კარგად აჩვენებს, როგორ შეცვალა ოპოზიციამ ტაქტიკა. ნაცვლად იმისა, რომ აქცენტი მხოლოდ რეჟიმის სისასტიკესა და წარსულის ტკივილზე გაეკეთებინათ (რაც ხალხში შიშს თესავდა), მათ შექმნეს ფერადი, იმედიანი და მუსიკალური კამპანია სლოგანით: „ჩილე, სიხარული მოდის!“

Address

Lado Asatiani 54
Tbilisi
0105

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Saubari•საუბარი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share

Category