ქვევრის ღვინო / Qvevri Wine

ქვევრის ღვინო / Qvevri Wine Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ქვევრის ღვინო / Qvevri Wine, საქართველო/Georgia, Tbilisi.

ასოციაცია “ქვევრის ღვინო”


მევენახე-მეღვინეთა მ ა ნ ი ფ ე ს ტ ი

ჩვენ, ასოციაციის “ქვევრის ღვინის” წევრები, საკუთარი თავისუფალი ნების კარნახით ვერთიანდებით ჯგუფად და ვიღებთ ჩვენი ქმედებების განმსაზღვრელ ერთიან კოდექსს, რადგან:

ჩვენ პატივს ვცემთ, ვუფრთხილდებით და მომავალი თაობებისთვის ვიცავთ ქვევრის მეღვინეობის იმ ტრადიაციას, რომელმაც გაუძლო ათასწლეულებს და ვაცნობიერებთ, რომ იგი ა

რის კაცობრიობის სამეურნეო კულტურის ერთერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვევრის მეღვინეობის ტრადიციაში დაუნჯებულია კრეატიული ძალა, რომელიც ხელს შეუწყობს მევენახეობა-მეღვინეობის დარგში არსებული კრიზისის დაძლევას.

ჩვენ ვთვლით, რომ ქვევრის ტრადიციული მეღვინეობა და ეკოლოგია ურთიერთთავსებადი ცნებებია, მეტიც ერთი მეორის გარეშე არ უნდა არსებობდეს. ამიტომ ვთანხმდებით: რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მივაყენოთ როგორც ჩვენ ვენახებს, ასევე მათ გარემომცველ ბუნებას; ვიზრუნოთ ჩვენი ვენახების ბიომრავალფეროვნებაზე; არ გამოვიყენოთ ძლიერმოქმედი სისტემური პრეპარატები, ჰერბიციდები და სინთეტური სასუქები; შეძლებისდაგვარად შევამციროთ მძიმე ტექნიკის მუშაობა ნიადაგის მოვლისთვის და საერთოდ არ გამოვიყენოთ ყურძნის საკრეფი მანქანები რთველის დროს.

ჩვენ გვჯერა, რომ ქვევრში დაყენებული და დავარგებული ღვინო უნდა ატარებდეს როგორც მისი ჯიშის, ასევე საკუთარი ადგილწარმოშობის ნიშნებს, ამიტომ ვთანხმდებით: რაც შეიძლება ნაკლებად ჩავერიოთ ღვინის ფერმენტაცია მაცერაციის პროცესში, ანუ არ ვისარგებლოთ იმ სუბსტანციებით და ხერხებით, რომლებიც ცვლიან ღვინის ბუნებრივ სახეს, მაგალითად : სელექციური საფუარით, მჟავებით, ენზიმებით, ტანინებით, ექსტრატით, გამწებავი და გამწმენდი საშუალებებით, უარყოფითი ოსმოსით, შაპტალიზაციით, თერმული დამუშავებით, გოგირდის ანჰიდრიდით ფერმენტაცია მაცერაციისას (მცირე დოზით გოგირდის ანჰიდრიდის ხმარება დაშვებულია მხოლოდ დავარგებისას ან ღვინის ბოთლში ჩამოსხმის წინ) და წმინდა ფილტრებით ღვინის დაყენების ნებისმიერ ეტაპზე (მსუბუქი ფილტრაცია დაშვებულია მხოლოდ ბოთლში ღვინის ჩამოსხმის წინ).

ჩვენი მიზანია შთამომავლობას გადავცეთ ჯანსაღი, სიცოცხლის უნარიანი და მსხმოიარე ვენახები, ხოლო ჩვენს თანამედროვე ადამიანებს მივცეთ საშუალება ღვინის დალევისას ალკოჰოლის, სურნელის და გემოს გარდა მიიღონ ის ვიტალური ძალებიც, რომელთა გაღებაც მხოლოდ ბუნებას შეუძლია. …

27/03/2015
http://www.kvevri-wine.org/kvevri-wine-association-1/
25/04/2014

http://www.kvevri-wine.org/kvevri-wine-association-1/

The members of the association wish to preserve and cultivate the Georgian tradition of wine growing and –making, the efficient use of rare grape varieties, and the cultural assets of traditional wine production. They also want to market these traditional products in pristine quality.

http://www.kvevri-wine.org/
25/04/2014

http://www.kvevri-wine.org/

ასოციაცია "ქვევრის ღვინო" დაარსდა 2010 წელს ქ. თბილისში ქართველი მეღვინეების მიერ. ასოციაციის წევრთა მიზანია მოუარონ და შეინარჩუნონ მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციები, სამეურნეო გამოყენება დაუბრუნონ ვაზის იშვიათ ჯიშებს, წარმოაჩინონ ღვინის ტრადიციული დაყენების ტექნოლოგი…

http://item.rakuten.co.jp/porcellino/c/0000000521/
19/03/2014

http://item.rakuten.co.jp/porcellino/c/0000000521/

イタリアワインのいのししやはトスカーナを中心に、選りすぐりのワインを販売する専門店です。スーパータスカンやブルネッロ、バローロなど、DOCG銘柄を中心に品ぞろえをしています。

16/01/2014
Gogita Makaridze. Terjola.
04/01/2014

Gogita Makaridze. Terjola.

06/12/2013
06/12/2013

We are encouraging others who share an interest in this original and now unique style of winemaking to work with us and others to revive this ancient craft here in the United States We Believe that it will be an important tool for winemakers, and of significant interest to consumers. In addition, it...

05/12/2013

იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-8 სესიაზე ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

05/12/2013

Website of the Convention for the Safeguarding of the Intangible Cultural Heritage

Address

საქართველო/Georgia
Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქვევრის ღვინო / Qvevri Wine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share