ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration Visit our page for recent news, stories, experiences, questions, photos & videos about Georgia.

Georgia
www.georgia.travel 📞ცხელი ხაზი: *9898

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, ...
13/08/2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და „გასტროტურის“ მოწვევით, მსოფლიოში აღიარებული გასტრონომიული ექსპერტები, Michelin Guide-ის, Forbes-ის, The World's 50 Best-ის ჟურნალისტები, კულინარიული მკვლევარები, დოკუმენტალისტები, ინფლუენსერები და შეფ-მზარეულები საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვივნენ.

ტურის ფარგლებში სტუმრები გაეცნენ ადგილობრივ პროდუქტებს, ღვინის მომზადების უძველეს ტრადიციებს, რეგიონულ კულინარიასა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიულ ტენდენციებს.

ტურის მიზანია საქართველოს, როგორც გლობალური გასტრონომიული დანიშნულების ადგილის პოზიციონირება, ქართული კულინარიული მემკვიდრეობის, თანამედროვე სამზარეულოს, ქართული მეღვინეობისა და ადგილობრივი პროდუქტების პოპულარიზაცია მსოფლიოს წამყვან მედიაპლატფორმებზე.

12/08/2026

თუშეთში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია.

უძველესი სოფლები, კლდოვან ფერდობებზე შეფენილი კოშკები, მდინარეები და უნიკალური არქიტექტურული ძეგლები სტუმრებს რეგიონის მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და ტრადიციების გაცნობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, თუშეთმა პრესტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებში მედიის წარმომადგენლებმა ახლად გახსნილი კვებისა და განთავსების ობიექტები დაათვალიერეს და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ.

10/08/2026
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარ...
10/08/2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, კატარიდან, საუდის არაბეთიდან და ქუვეითიდან ტუროპერატორები ეწვივნენ.

📍გაცნობითი ტურის ფარგლებში ტურისტული კომპანიების 10 წარმომადგენელი ესტუმრა თბილისს, კახეთში კი, წინანდალსა და სიღნაღს.

🤝 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით უცხოელ ტუროპერატორებს ქართველი კოლეგები B2B ფორმატში შეხვდნენ, სადაც განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები, ერთობლივი ტურისტული პაკეტების მომზადება და სამომავლო პარტნიორული ურთიერთობები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველო...
07/08/2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ყაზახეთის წამყვან ონლაინმედია პლატფორმებზე საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ვრცელი სტატიები გამოქვეყნდა.

💬 „საქართველო არ არის მარშრუტი, რომელიც შეგიძლიათ თავიდან ბოლომდე გაიაროთ, ეს არის ქვეყანა, სადაც ხელახლა დაბრუნება გინდათ, რათა ყოველჯერზე ახალი ადგილები, ტრადიციები და ისტორიები აღმოაჩინოთ“, – ასე აღწერენ ყაზახი ჟურნალისტები საქართველოს.

🛫 გამოცემები წერენ, რომ საქართველოსა და ყაზახეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები სრულდება ასტანიდან, ალმათიდან, აქტაუდან, ატირაუდან და შიმკენტიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს. ✈️ ავიაკ...
05/08/2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში წამყვან ავიაკომპანიებთან ერთად კამპანიებს აგრძელებს.

✈️ ავიაკომპანია easyJet-თან მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, 3 თვის განმავლობაში, ლონდონის 50-მდე ცენტრალურ ლოკაციაზე საქართველოს საიმიჯო ვიზუალები განთავსდა.

ციფრული ბანერები ბრიტანელ მოგზაურებს საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.

📊 კამპანიის მიზანია დიდ ბრიტანეთში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების გაზრდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კ...
05/08/2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს.
კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.

💬 „სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულება არის“

💬 „თბილისი - ეს არის ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან“

💬 „გამორჩეულად მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიით, საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც“

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და British Airways-ის ერთობლივი მარკეტინგული კამპანია, ასევე მოიცავს ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, რომლის მიზანია ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი ტურისტული მიმართულების პოზიციონირება.

ვრცლად იხილეთ: https://gnta.ge/მედია-ცენტრი/telegraph

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-2 აგვისტოს გურიამ გემოფესტს მეორედ უმასპინძლა.📍 შეკვეთილში, მუსიკოსთა პა...
04/08/2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 1-2 აგვისტოს გურიამ გემოფესტს მეორედ უმასპინძლა.

📍 შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკის მიმდებარედ, ორი დღის განმავლობაში სტუმრებს გემოების, მუსიკისა და გურული სტუმარმასპინძლობის განსაკუთრებული გარემო დახვდათ.

ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ გურული სამზარეულოს მრავალფეროვანი კერძები, დაეთვალიერებინათ სამეწარმეო მარკეტი და აგროზონა, მონაწილეობა მიეღოთ საბავშვო შემეცნებით-გასართობ აქტივობებში, დასწრებოდნენ ბენდისა და DJ-ის მონაწილეობით გამართულ მუსიკალურ პროგრამას და გაცნობოდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციას.

Gemofest - გემოფესტი გაიმართა ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია • Ozurgeti City Hall

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი იმერეთს ეწვია.🤝 ტურის მონ...
29/07/2026

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 20 ტურისტული კომპანიისა და მედიის წარმომადგენელი იმერეთს ეწვია.

🤝 ტურის მონაწილეებს საშუალება აქვთ შეხვდნენ ადგილობრივ მეწარმეებსა და მომსახურების მიმწოდებლებს, მიიღონ დეტალური ინფორმაცია ტურისტული ინფრასტრუქტურისა და რეგიონში არსებული განთავსების ობიექტების შესახებ.

📍ტურის ფარგლებში მედიის წარმომადგენლები და ტუროპერატორები ქუთაისში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ახლად გახსნილ ტექნოლოგიურ ჰაბს ეწვივნენ, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცეებს, ინტერაქციულ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მუზეუმს, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებსა და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურას.

Address

4 Sanapiro Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322436999

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Establishment

Send a message to ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration:

Shortcuts

Share